მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი – ბოლო დღის ინტრიგა წინ არის

ერთი დღეც და რეგულარული სეზონი დასრულდება. ინტრიგა ჯერ კიდევ შემორჩენილია. დღეს გამთენიისას ლოს ანჯელეს ლეიკერსმა მერვე ადგილზე აინაცვლა, ეს კი ფლეი ინში უპირატესობას ნიშნავს მეცხრე და მეათე ადგილებთან შედარებით.

ამ მოცემულობით ლეიკერსი მეშვიდე ადგილოსან ფინიქსს შეხვდება, იქ მარცხის შემთხვევაში კი საკრამენტოსა და გოლდენ სტეიტის გამარჯვებულთან გაარკვევს პლეი ოფში გამსვლელის ვინაობას.

აი, ასეთი უპირატესობა აქვს მეშვიდე/მერვე ადგილებს.

პელიკანსი კი მეექვსე ადგილსა და პლეი ოფის ზონას აღარ დათმობს. ასე რომ, პლეი ინში ოთხი ძალიან კარგი გუნდი გაარკვევს ორი გამსვლელის ვინაობას.

საკრამენტო კინგსი vs ფინიქს სანსი

ფინიქსმა 108:107 დაამარცხა საკრამენტო და კვლავ პელიკანსის მდევარია. კარგი თამაში გამოვიდა, კინგსს მოგებაც შეეძლო, მაგრამ საბონისმა ერთი წუთით ადრე ცუდი პასი გააკეთა, ბრედლი ბილმა ჩაჭრა და ორ ქულამდე შეამცირა ანგარიში. ეს გარდამტეხი ეპიზოდი გამოდგა ამ შეხვედრაში.

ასე რომ, პლეი ინშიც ვარსკვლავთცვენა იქნება, უბრალოდ, ვიღაცები ნაადრევად დაგვემშვიდობებიან. აბა, როგორია? – ლებრონი და დევისი, დურანტი და ბუკერი, სტეფი და კლეი, საბონისი და ფოქსი.

ზემოთ ჩამოთვლილებმა კარიერაში უკვე ყველაფერი თქვეს. ბუკერს თუ არ ჩავთვლით. მათი ზეობის ხანაც გადასულია და არც ბეჭდები აკლიათ თითებზე. აი, საკრამენტოელებს ბევრი აქვთ დასამტკიცებელი.

  • დურანტის ანგარიშზე 28 ქულა, 5 მოხსნა და 3 ასისტია. ბუკერმა კი 21 ქულა, 4 მოხსნა და 6 ასისტი მიითვალა.
  • საბონისს ერთი ასისტი დააკლდა სამმაგ დუბლამდე, ვინ იცის.. შესაძლოა, ეგ ასისტი ჩაუჭრა ზუსტად ბრედლი ბილმა. მის ანგარიშზე 25 ქულა, 12 მოხსნა და 9 ასისტია.
  • ფოქსმა კი 23 ქულა, 5 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა.

ორლანდო მეჯიქი vs ფილადელფია სიქსერსი

აღმოსავლეთის ზონაში საპლეიოფო ზონის ინტრიგაც შენარჩუნებულია – ორლანდო მეჯიქს, ინდიანა პეისერსსა და ფილადელფია სიქსერსს თანაბარი ბალანსი აქვთ – 46/35. უკეთესი მაჩვენებლების გამო მეჯიქი მეხუთეა, ინდიანა მეექვსე, სიქსერსი მეშვიდე. შესაბამისად, ასეთი სურათი იხატება – ფილადელფია ემბიდთან ერთად აუცილებლად გავა პლეი ინიდან და მეორეადგილოსან მილუოკის შეხვდება, ასე ნაადრევად ამ ორგანიზაციების შეხვედრა არავის სურს, მათ შორის, არც მილუოკის. და რა უნდა ქნას?

ბოლო სათამაშო დღეს ბაქსი მეჯიქს შეხვდება, სიქსერსი კი ბრუკლინს. სალაპარაკოც არაფერია. მილუოკი მეჯიქს მოუგებს, ფილადელფია ბრუკლინს. ასე შევა ემბიდის გუნი პლეიოფში, და ასე დარჩება ბანჩეროს გუნდი მიღმა.

მეორე მხრივ, ბაქსს შეუძლია თამაში დათმოს და ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს მაქსიმალურად გაურთულოს საქმე.

ფილადელფია რომ უკეთესი გუნდია რამდენიმე საათის წინაც დადასტურდა – 125:113 დაამარცხეს ორლანდო.

  • ჯოელ ემბიდის ანგარიშზე 32 წუთში 32 ქულა, 13 მოხსნა, 7 აისისტი და 1 ბლოკია. 7-დან 4 სამქულიანი ზუსტად ისროლა. FG – 10/23.
  • ბანჩეროს ანგარიშზეც ორმაგი დუბლია – 22 ქულა, 15 მოხსნა, 7 ასისტი და 1 ბლოკი. 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 7/24.
  • გოგამ ბოლო დროს ყველაზე მეტი – 14 წუთი მიიღო სათამაშოდ, ამ დროის მანძილზე 5 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა. FG – 2/4.

მამუკელაშვილის სუპერ მატჩი – სან ანტონიო სპურსი vs დენვერ ნაგეთსი

სპურსმა 121:120 დაამარცხა დენვერ ნაგეთსი. დასავლეთის ბოლო ადგილოსანმა ბეჭებზე დასცა კონფერენციის ლიდერი, დენვერი მესამე საფეხურზე დაეშვა. ასეთი სპურსი მოგვენატრება, ასეთ ფორმაში მყოფი მამუკელაშვილი, ასე შეთამაშებული ვიქტორ ვემბანიამასთან.. კი, ძალიან მოგვენატრება.

მოგვიწევს ლოდინი, თუმცა, ამ ლოდინში მოლოდინიც გაცილებით მეტი იქნება და ისევ განვმეორდები – სწორი ნაბიჯებისა და პოლიტიკის შემთხვევაში, ძალიან კარგი გუნდი უნდა მივიღოთ სპურსის სახით.

სანდროს ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 30 წუთში 21 ქულა და 12 მოხსნა. პლუს ორი ასისტი და 1 ბლოკი. 5-დან 3 სამქულიანი ზუსტად ისროლა. FG – 8/14.

ორმაგი დუბლია ვემბანიამას ანგარიშზეც – 34 ქულა, 12 მოხსნა, 5 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკი. 12-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/27.

ნიკოლა იოკიჩის ანგარიშზე 22 ქულა, 7 მოხსნა, 12 ასისტი, ჩაჭრა და 1 ბლოკია. 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/13.

რეგულარული სეზონი

ვაშინგტონ ვიზარდსი vs ჩიკაგო ბულზი – 127:129

ბოსტონ სელტიკსი vs შარლოტ ჰორნეტსი – 131:98
პეიტონ პრიჩარდის ანგარიშზე კარიერის პიკი – 31 ქულა და 11 ასისტია;

კლივლენდ კავალიერსი vs ინდიანა პეისერსი – 129:120
დონოვან მიჩელის ანგარიშზე 33 ქულაა;

ნიუ იორკ ნიქსი vs ბრუკლინ ნეტსი – 111:107
ჯეილენ ბრაუნის ანგარიშზე 30 ქულა და 11 ასისტია. კემ ტომასმა კი 41 ქულა ჩააგდო;

მემფის გრიზლი vs ლოს ანჯელეს ლეიკერსი – 120:123
ლებრონის ანგარიშზე 37 ქულა, 9 მოხსნა და 5 ასისტია, ენტონი დევისის 36 ქულა, 14 მოხსნა და 5 ასისტი;

მაიამი ჰიტი vs ტორონტო რეპტორსი – 125:103
ბარეტის ანგარიშზე 35 ქულა და 11 მოხსნაა;

მინესოტა ტიმბერვულვზი vs ატლანტა ჰოუკსი – 109:106
რუდი გობერის ანგარიშზე 25 ქულა და 19 მოხსნაა;

ოკლაჰომა სიტი vs მილუოკ ბაქსი – 125:107

დალას მავერიქსი vs დეტროიტ პისტონსი – 89:107

გოლდენ სტეიტ უორიორზი vs ნიუ ორლეან პელიკანსი – 109:114
სტეფ კარის ანგარიშზე 33 ქულაა;

პორტლენდ ბლეიზერსი vs ჰიუსტონ როკეტსი – 107:116

ლოს ანჯელეს კლიპერსი vs იუტა ჯაზი – 109:110

ბოლო დღის შეხვედრა – სად ვუყუროთ?

რეგულარული სეზონის ბოლო დღის შეხვედრას Setantasports.com-ის პლატფორმაზე შეგიძლიათ მიადევნოთ თვალყური.

ნიუ ორლეან პელიკანსი ლოს ანჯელეს ლეიკერსს შეხვდება. პელიკანსს შეცდომის უფლება არ აქვს. ლეიკერსმა კი პლეი ინის ზონის ზედა საფეხური უნდა შეინარჩუნოს.

შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 23:30 ზე დაიწყება.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე