ბეტა ვერსია

ლებრონმა მეჯიქს გადაასწრო

ლებრონ ჯეიმსი NBA-ს ყველა დროის საუკეთესო მეპასეებს შორის მეექვსე ადგილზე აღზევდა. ბრონმა მილუოკისთან შეხვედრაში 11 პასი მიითვალა და მეექვსე ადგილი მეჯიქ ჯონსონს წაართვა.

რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს მიღწევა ბევრს ნიშნავს, მეჯიქის თამაში გადამდები იყო, ყველას უყვარდა მასთან ერთად პარკეტზე ყოფნა, გამომდინარე იქიდან თუ რამხელა სიამონებას იღებდა თამაშისგან, მისი პასების საშუალებით მთელი გუნდი ხდებოდა ამის ნაწილი, მეჯიქი ყოველთვის აღტაცებული რჩებოდა, როცა თანაგუნდელები მხარს უბამდნენ, ამ თვისების გამო ყოველთვის ვეთაყვანებოდი”, – თქვა ლებრონ ჯეიმსმა მატჩის შემდეგ.

საუკეთესო მეპასეების სიას ჯონ სტოქტონი ლიდერობს, (15, 806) შემდეგ მოდიან – ჯეისონ კიდი (12, 091), კრის პოლი (11, 071), სტივ ნეში (10, 335), მარკ ჯექსონი (10, 334).

მოქმედი კალათბურთელებიდან ჯეიმსზე წინ მხოლოდ კრის პოლია, თუმცა, მის წინ მყოფ მოთამაშეთაგან არცერთი ლებრონის მასშტაბის კალათბურთელი არ ყოფილა, არც მისი მსგავსი გავლენა ჰქონიათ პარკეტზე, ვერც მოპოვებული ქულების რაოდენობით შეედრებიან, ამიტომ, ლებრონის ეს მიღწევა განსაკუთრებით აღსანიშნავია, ყველაფერთან ერთად, კარგი ფლეიმეიქერის როლიც მოირგო.

ჯეიმსის კარიერის მთავარი ინტრიგა მაინც ქულებს უკავშირდება, ლებრონს 936 ქულა დარჩა კარიმ აბდულ-ჯაბარის მიღწევამდე, რომელსაც NBA-ში ყველაზე მეტი ქულა აქვს აღებული.

ავტორის შესახებ

არმაზ ახვლედიანი

არმაზ ახვლედიანი

მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

Access our streaming platform

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე