სარჩევი
2023 იან 28, 15:16 შშ
1 წუთის საკითხავი

ტენესის შტატის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება მემფისის პოლიციელების სამკერდე ვიდეოჩანაწერები გაესაჯაროებინა. საქმე ეხება 29 წლის ტაირ ნიკოლსის მკვლელობას.

ნიკოლსი ოთხმა პოლიციელმა სიკვდილის პირას მიიყვანა. გამოიყენეს ელექტოშოკი, წიწაკის სპრეი და ხელკეტები. ნიკოლსი საავადმყოფოში სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

ჩანაწერების გასაჯაროებას საპროტესტო კამპანია მოჰყვა ამერიკის სხვადასხვა შტატის ქუჩებში. მათ შორის, ოჯახს მიუსამძიმრეს და პროტესტი გამოთქვეს NBA-ის გუნდებმა და მოთამაშეებმა.

პირველი ხმა ვეტერანმა კალათბურთელებმა ამოიღეს, – ლებრონ ჯეიმსმა და კრის პოლმა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მათ აქტიურად უწევთ სამოქალაქო პროცესებში ჩაბმა.

თავად ვართ საკუთარი თავის ყველაზე დიდი მტრები”, – დაწერა ლებრონმა.

მემფისის პოლიციელებს, რომლებიც ასევე შავკანიანები არიან, მეორე ხარისხის მკვლელობის ბრალდება წაუყენეს.

NBA-ის შეხვედრები წუთიერი დუმილით დაიწყო. მკვლელობას გამოეხმაურა პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც.