მორიგი მატჩები გაიმართა NBA-ში. გუნდები ნელ-ნელა უახლოვდებიან სათამაშო პიკს და გარკვეული კონტურებიც გამოიკვეთა, რა შეიძლება ვნახოთ პლეიოფში.
ფილადელფიამ ინდიანა პეისერსს უმასპინძლა და ოვერტაიმში 129:126 დაამარცხა. ძირითადი დრო 120:120 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია ჯოელ ემბიდს.
შესაბამისად, ბოლომდე დაიტვირთა ჯეიმს ჰარდენი. პარკეტზე 43 წუთი გაატარა, ამ დროის მანძილზე 26 ქულა, 6 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
პეისერსის შემადგენლობაში საუკეთესო იყო ბადი ჰილდი, 24 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი დააგროვა.
კიდევ ერთი ოვერტაიმი ვიხილეთ ტორონტოში. ადგილობრივმა რეპტორსმა მილუოკი მიიღო და ძირითად დროში 97:97 დაფიქსირდა. ოვერტაიმში მილუოკიმ 7:4 დაამარცხა ტორონტო.
ტორონტოს რიგებში ყველაზე მეტი, 28 ქულა, 8 ქულა და 12 პასი ჰქონდა ფრედ ვანვლიტს.
ბაკსის შემადგენლობაში საუკეთესო იყო იანის ანტეტოკუნმპო, რომელმაც პარკეტზე 40 წუთი გაატარა, ამ დროის მანძილზე 30 ქულა, 21 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.
გოლდენ სტეიტმა დეტროიტს უმასპინძლა და 119:121 დამარცხდა. უორიორზი კვლავ სტეფ კარის გარეშე თამაშობს. კლეი ტომპსონს 30 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი ჰქონდა.
დეტროიტის შემადგენლობაში საუკეთესო იყო ბოიან ბოგდანოვიჩი, 29 ქულით, 4 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით.
უორიორზის ბალანსი 20-19 ზეა.
ლეიკერსმა 112:109 დაამარცხა მაიამი. ენტონი დევისისა და ლებრონ ჯეიმსის გარეშე. დენის შრიოდერმა 32 ქულა დააგროვა, რასელ უესტბრუკმა 21 ქულა, 8 მოხსნა და 9 პასი.
სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:
შარლოტი – მემფისი 107:131
კლივლენდი – ფინიქსი 90:88
ორლანდო – ოკლაჰომა 126:115
ნიუ იორკ ნიქსი – სან ანტონიო 117:114
ჩიკაგო – ბრუკლინი 121:112
მინესოტა – პორტლენდი 113:106
ნიუ ორლეანი – ჰიუსტონი 119:108
საკრამენტო – ატლანტა 117:120