კაირი ირვინგი და ბრუკლინ ნეტსი შემოწირულობას გაიღებენ

კაირი ირვინგი და ბრუკლინ ნეტსი შემოწირულობას გაიღებენ | Setanta Sports

კაირი ირვინგის თავს მუდმივად პრობლემებია, ამჯერად კაირისა და ბრუკლინ ნეტსს 500 000 დოლარის გადარიცხვა დაევალათ ორგანიზაციისათვის, რომელიც სიძულვილისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ იბრძვის. მიზეზი ამისა გახდა ამაზონის ბმული, 2018 წლის ფილმის – “Hebrews to Negroes: Wake Up Black America,”-ს შესახებ, რომელიც კაირიმ სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა. ფილმს ანტისემიტურად მიიჩნევენ.

„ვეწინააღმდეგები სიძულვილისა და ჩაგვრის ყველა ფორმას, და მტკიცედ ვდგავარ იმ ხალხის გვერდით, რომლებიც მარგინალიზებულნი არიან და ყოველდღიურად განიცდიან შევიწროებას“.

„ვაცნობიერებ ჩემი პოსტის უარყოფით გავლენას ებრაელი ხალხის მიმართ და ვიღებ პასუხისმგებლობას. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ფილმი არ ასახავს ჩემს პრინციპებსა და ღირებულებებს და არც ის მჯერა, რომ ყველაფერი სიმართლეა რაც მოვისმინე. მე და ჩემს ოჯახს არასდროს გვქონია განზრახვა ზიანი მიგვეყენებინა ცალკეული რასის, ან რელიგიური აღმსარებლობის ჯგუფებისათვის, გვსურს რომ ვიყოთ მხოლოდ სინათლისა და სიმართლის შუქურა“, – ნათქვამია ირვინგის განცხადებაში.

ორგანიზაციის პოზიციის გასამყარებლად, ბრუკლინ ნეტსი და New York Liberty უმასპინძლებენ საზოგადოებრივ საუბრებს, თემაზე – „სიძულვილი, რომელიც დაფუძნებულია რასაზე, ეთნიკურობასა და რელიგიაზე“.

ამ ყველაფერს სწრაფადვე მოჰყვა შეფასებები და, რა თქმა უნდა, პირდაპირი იყო შაკილ ონილი, – „კალათბურთი აერთიანებს ხალხს, ამიტომ გვიყვარს და გვინდა სხვასაც შევაყვაროთ. ხანდახან ტკივილს მაყენებს ის ფაქტი, რომ აქ ჯდომა და საუბარი გვიწევს იმაზე, რაც კალათბურთს ანაწევრებს. ახლა ყველამ უნდა ვაგოთ პასუხი იმის გამო, რაც ამ იდიოტმა გააკეთა“.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე