სარჩევი
2023 აპრ 22, 14:19 შშ
2 წუთის საკითხავი

სამი განსხვავებული სიუჟეტის შეხვედრა ვიხილეთ. დენვერმა სერიაში ანგარიში 3:0 გახადა, ნიქსი საკუთარ არენაზე წინ გავიდა, ატლანტამ კი ბოსტონთან მცირედი დაძაბულობა შემოიტანა და ანგარიში შეამცირა.

ატლანტა vs ბოსტონი

ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა ტრეი იანგს, რასაკვირველია მისმა გუნდმაც ბევრად უკეთესად ითამაშა, ტრეი ჰოუკსის მამოძრავებელი ძალაა.

შეხვედრა უმეტესად 2-3 ქულის დისტანციით მიმდინარეობდა, დაძაბულობა ბოლო წამებამდე შენარჩუნებული იყო, თუმცა, ატლანტას უპირატესობა ხელიდან არ გაუშვია. საბოლოოდ – 130:122.

ტრეის ანგარიშზე 32 ქულა, 6 მოხსნა, 9 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკია. 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

ჯეისონ ტეიტუმის ანგარიშზე 29 ქულა, 10 მოხსნა, 5 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 11-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.

ნიქსი vs კავალიერსი

ნიუ-იორკი გამოცოცხლდა, კლივლენდი ჩამოვიდა და ქალაქელებიც მაგრად დახვდნენ. რა თქმა უნდა, დარბაზში იყო სპაიკ ლი, და მოულოდნელად დარბაზში იყო ჯონ მაკინროიც. ნიქსმა კი თავი არ შეირცხვინა.

ნიქსმა 99:79 მოიგო.

ჯეილენ ბრანსონის ანგარიშზე 21 ქულა, 4 მოხსნა და 6 ასისტია.

დონოვან მიჩელს 22 ქულა, 7 მოხსნა და 5 ასისტი ჰქონდა.

ორმაგი დუბლი შეასრულა ევან მობლიმ – 10 ქულა, 10 მოხსნა, 1 ასისტი.

მატჩის ბოლოს კი ქომაგმა მაგრად შემოკრა ტაში, პარკეტზე დერიკ როუზი დაბრუნდა! სულ რაღაც 2 წუთი დაუთმეს, თუმცა, მისი გამოჩენა ყველას ძალიან ახარებს.

იმედია მომდევნო შეხვედრებშიც ვიხილავთ, იმაზე მეტ ხანს, ვიდრე ახლა.

დენვერი vs მინესოტა

იოკიჩი გობერთან ერთობა. წრეში ბურთს თამაშობს, სხვა რა უნდა დავარქვათ ამ დაპირისპირებას მე არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ გობერმა მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა და კარგი სტატისტიკაც დადო. იოკიჩი სულ სხვაგან არის, სულ სხვაგან..

ენტონი ედვარდსის ყურება კი დიდი სიამოვნებაა.

დენვერს ანგარიში 3:0 მიჰყავს. ერთი შეხვედრაც და ბოლომდე მიიყვანს საქმეს. ნიკოლა იოკიჩი კი ჯილდოს მოლოდინშია.

გობერმა 18 ქულა, 10 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა.

ენტონი ედვარდსის ანგარიშზე 36 ქულა, 7 მოხსნა, 5 ასისტი, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 11-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

ტრადიციული სამმაგი ვნახეთ იოკიჩისგან – 20 ქულა, 11 მოხსნა, 12 ასისტი, 1 ჩაჭრა. 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

პორტერ ჯუნიორის ანგარიშზე კი 25 ქულა, 9 მოხსნა და 2 ასისტია.

მინესოტა ეცდება ერთი შეხვედრა მაინც მოიგოს. ამ სერიის დატრიალება კი შეუძლებელია.