სარჩევი
2023 თებ 17, 14:26 შშ
1 წუთის საკითხავი

ფინიქს სანსმა კევინ დურანტი 35 ნომრიანი მაისურით წარადგინა. ფანებმა გულთბილი დახვედრა მოუწყვეს და რამდენიმე კითხვაც დაისვა.

დიდი მადლობა ასეთი დახვედრისთვის, მაგრამ გულახდილად, რომ გითხრათ, ამას არ ვიმსახურებ. კალათბურთში ბევრი რამისთვის მიმიღწევია, თუმცა, არა ფინიქსის მაისურით. სწორედ ამისთვის ვარ აქ, ვიყო საუკეთესო და გავიღო ყველაფერი რაც შემიძლია. ვაფასებ ასეთ დახვედრას, მაგრამ წინ დიდი სამუშაო”.

ვიცი რას ნიშნავს თქვენთვის ჩემპიონობა და ვიცი რა რთულია ამის გაკეთება, თუმცა, მე უკვე ვყოფილვარ ჩემპიონი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ორგანიზაციასაც დავეხმარო ჩემპიონობაში. ეს ყველაფერი ყოველდღიური ვარჯიშიდან იწყება”.

რა თქმა უნდა, წნეხს განვიცდი, რადგან ერთ-ერთი საუკეთესო ვარ მათ შორის, ვისაც ოდესმე კალათბურთი უთამაშია. ყოველ ჯერზე, როცა პარკეტზე დავდგამ ფეხს, ხალხი რაღაც განსაკუთრებულს ელის”, – თქვა კევინ დურანტმა.
კევინ დურანტის წარდგენა ფინიქსში