სარჩევი
2022 დეკ 15, 13:12 შშ
1 წუთის საკითხავი

ინდიანა პეისერსმა გოლდენ სტეიტ ვორიორზი 125:119 დაამარცხა. შედეგად ინდიანა დადებითი ბალანსისკენ წავიდა, ვორიორზი კი უარყოფითისკენ. ინდიანას ბალანსი ამ გამარჯვების შედეგად 15-14 ია, გოლდენის – 14-15.

საუკეთესო იყო ტაირის ჰეილბარტონი, 34 წუთში 29 ქულა, 4 მოხსნა და 6 პასია მის ანგარიშზე. ვირიორზიდან ყველაზე მეტ ქულას ტრადიციულად სტეფ კარიმ მოუყარა თავი, – 30 წუთში 38 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი, სტეფს მეტი დრო არ მიეცა, მხრის ტრავმა მიიღო და ნაადრევად დატოვა პარკეტი.

ჩიკაგოსა და ნიუ იორკ ნიკსის შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა. ძირითადი დრო 117:117 დასრულდა, ოვერტაიმში ჩიკაგომ მხოლოდ 3 ქულა დააგროვა, საპასუხოდ 11 მიიღო და 120:128 დამარცხდა. მიუხედავად მარცხისა, კარგი მონაგარი ჰქონდა სამეულს, – დემარ დეროუზანს 40 წუთში 32 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი. ნიკოლა ვუჩევიჩს 19 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი. ზაკ ლავინი – 25 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი.

ნიკსიდან 31 ქულა ჰქონდა ჯულიუს რენდელს, პლუს 13 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა. 30 ქულა ჰქონდა ჯეილენ ბრანსონს, 2 მოხსნა და 7 პასი.

დენვერმა 141:128 დაამარცხა ვაშინგტონ ვიზარდსი. საუკეთესო იყო ნიკოლა იოკიჩი, 43 ქულით, 14 მოხსნითა და 8 შედეგიანი გადაცემით. ვიზარდსიდან ყველაზე მეტი, 24 ქულა ჰქონდა კაილ კუზმას.

დენვერის ბალანსი 17-10 ია, ვაშინგტონის 11-18.