Game 5-ის დღე იყო დასავლეთსა და აღმოსავლეთში. გოლდენ სტეიტმა და ნიუ-იორკ ნიქსმა ბოლომდე ბრძოლა გადაწყვიტეს. სერია ორივემ გადაარჩინა და კიდევ ერთხელ მოუწევთ ბეწვის ხიდზე გავლა. ან გაივლიან და Game 7 გვექნება, ან ყველაფერი დასრულდება.
უორიორზი vs ლეიკერსი
გოლდენ სტეიტმა საჭირო აგრესიულობა აჩვენა და მატჩი გამარჯვებით დაასრულა. თითქოს მხოლოდ ეს აკლდა გუნდს წარმატებისთვის, ძველებური ვნება და სწრაფვა, მოკლედ, მთელი გუნდი დრეიმონდ გრინივით შეპყრობილი უნდა იყოს.
Game 5 ში ლეიკერსი მემფისთანაც მოეშვა. ძალები დაზოგა და ყველაფერი ლოს ანჯელესს მიანდო, ამჯერადაც ასე იყო, გუნდი ბოლომდე არ დახარჯულა, გადამწყვეტი თამაშის მოსაგებად ემზადებიან, ეს გადამწყვეტი მატჩი კი 13 მაისს შედგება.
გოლდენ სტეიტის აგრესიას ენტონი დევისმა ვერ გაუძლო, ჯერ ხელი დაიზიანა, მერე თავშიც მოხვდა ლუნის ხელი და პარკეტი დატოვა, არ არის საჭირო Game 5 -ს შეაკლა თავი, როცა ჯერ კიდევ უპირატესობა გაქვს.
სტეფ კარის ანგარიშზე 27 ქულა, 3 მოხსნა, 8 ასისტი და 1 ბლოკია. 11-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.
დრეიმონდ გრინის ანგარიშზე 20 ქულა, 10 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.
ლებრონმა 25 ქულა ჩააგდო, 9 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი ჰქონდა. 7-დან 3 სამქულიანი გამოიყენა. როგორც ჩანს, პლეიოფებს ასეთ ფორმაში დახურავს, ბევრს არაფერს უნდა ველოდოთ, მოსამატებლად უბრალოდ დრო არ აქვს.
ენტონი დევისის ანგარიშზე 23 ქულა, 9 მოხსნა და 3 ასისტია.
უორიორზმა 121:106 მოიგო.
ნიუ-იორკ ნიქსი vs მაიამი
გადარჩა, ჯერჯერობით გადარჩა.
ნიქსმა თამაში მოატრიალა, ოღონდ, სანახევროდ, ჯერ კიდევ უარყოფითი ბალანსი აქვს და მაიამიში უწევს ჩასვლა, ერთი მარცხი და ნიქსიც დაგვემშვიდობება. დასავლური თრილერისგან განსხვავებით, აქ სწორედ ასეთი მარტივი მოლოდინია, ჯიმი ბატლერმა Game 6-ში სერია უნდა დახუროს, ნიქსი სახლში გაუშვას და თავად კონფერენციის ფინალში გადაინაცვლოს.
ნიქსმა 112:103 მოიგო.
ამჯერად, ჯეილენ ბრანსონიც მოწოდების სიმაღლეზე იყო და ჯულიუს რენდელიც. მედისონ გარდენი, სპაიკ ლი და მთელი ნიუ-იორკი კმაყოფილი დარჩა.
რენდელის ანგარიშზე 24 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასია. 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.
ბრანსონის ანგარიშზე 38 ქულა, 9 მოხსნა, 7 ასისტი. 10-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.
ჯიმი ბატლერმა ამჯერად 19 ქულა, 7 მოხსნა, 9 ასისტი, 4 ჩაჭრა და 2 ბლოკი იმყოფინა.
Game 6-ი 13 მაისს შედგება.