Game 2 – მოხუცების ადგილი აქ არ არის

მემფისმა გაათანაბრა, მილუოკმა გაათანაბრა, დენვერი კი წინ გაიჭრა. როგორც მოსალოდნელი იყო. მემფისისა და ლეიკერსის წყვილი კი ნამდვილად განსაკუთრებული გამოვიდა.

მემფისი vs ლეიკერსი

დავიწყოთ იმით, რომ ჯა მორანტს ტრავმის გამო არ უთამაშია. ძალიან დიდი დანაკლისია, ლეიკერსიც უფრო მეტად შემართული უნდა ყოფილიყო, მაგრამ არაფერიც არ გამოვიდა. მემფისმა მორანტის გარეშეც მოიგო – 103:93.

დაზიანებას ისევ ვერ გადაურჩა ენტონი დევისი, ამჯერად ჩვენთვისაც შესამჩნევი გამოდგა, დესმონდ ბეინმა წარბში გაარტყა ხელი და თვალიც გვარიანად გაუსივდა. არადა, როგორ გინდა ცალი თვალით გახედო ფარს და ისე ისროლო.. NBA-ის ის ხალხიც ახსოვს, თვალდახუჭული, რომ ზუსტად ისროდა, მაგრამ დევისი ეგ კაცი არ არის.

ტემპი მაღალი, კლასი მაღალი, ნერვები გათავდა, მესამე მეოთხედის ყველაზე თვალსასეირო სანახაობა ბრუქსისა და ლებრონის შელაპარაკება გახდა, ბრუქსი პროვიკაციულად იქცეოდა, მეფემ კი ტკბილი სიტყვები მიაძახა. თამაშის შემდეგ ბრუქსს ასეთი რამ უთქვამს:

არ მაინტერესებს, ის დაბერდა.. მე დათვებთან ვთამაშობ, არავის არ ვცემ პატივს იქამდე სანამ 40 ქულას არ აიღებს”.

საით მიექანება მსოფლიო?!

ბრუქსმა ფაქტობრივად თქვა მოხუცების ადგილი აქ არ არისო. ისღა დაგვრჩენია შემდეგ შეხვედრას დაველოდოთ, რამდენადაც ვიცნობთ ლებრონს, სანახაობას არ მოგვაკლებს.

ისევ ძალიან კარგი იყო ჯექსონ ჯუნიორი – 18 ქულა, 9 მოხსნა, 3 ასისტი.

ჯეიმსის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 28 ქულა, 12 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი. 8-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

სერიაში ანგარიში გათანაბრდა. შემდეგ შეხვედრაში ლებრონის მრისხანების მოლოდინში ვართ.

მილუოკი vs მაიამი

ბაქსმა გვაჩვენა, რომ გათამაშების მთავარი ფავორიტია. გვაჩვენა იმით, რომ იანისის გარეშე მაიამი მარტივად დაამარცხა. ამ გუნდს რესურსი არ აკლია, არც კლასი აკლია, არც აგრესია. მილუოკს არაფერი არ აკლია.

ბაქსმა ძალიან მარტივად მოიგო. არცერთი წამით უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ. მხოლოდ უკანასკნელ მეოთხედში მოდუნდნენ და მაიამიმ ოდნავ მაინც ადამიანური ანგარიშის დაფიქსირება შეძლო – 138:122.

ეს დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობაა. ჩვენ კი ველით იანისის დაბრუნებას.

ჯრუ ჰოლიდეის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 24 ქულა, 11 ასისტი, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა. 10-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.

მაიამის შემადგენლობაში 25 ქულა დააგროვა ჯიმი ბატლერმა, 3 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა. ჯიმიმ 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

სერიაში ანგარიში გათანაბრდა, მივფრინავთ მაიამიში!

დენვერი vs მინესოტა

ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. პირველ რიგში, ენტონი ედვარდსის დამსახურებით. ბოლომდე შეეჭიდა იოკიჩსა და ჯამალ მარის, მესამე მეოთხედში თამაში ამოქაჩეს და მოგებითაც კი დაასრულეს – 89:87.

თუმცა, მატჩის მოგება მაინც ვერ მოახერხეს.

დიდი გავლენა იქონია რუდი გობერის ტექნიკურმაც, შეტევაში დაჯარიმებულმა ემოციები ვერ მოთაკა და პარკეტიდან მიაბრძანეს. არადა, სხვაგვარადაც შეიძლებოდა.

იოკიჩის ანგარიშზე 27 ქულა, 9 მოხსნა და 9 ასისტია. ისევ ძალიან ახლოს ტრადიციულ სამმაგთან.

ჯამალ მარიმ 40 ქულა ჩააგდო, 3 მოხსნა, 5 ასისტი და 2 ჩაჭრა მიითვალა. 10-დან 6 სამქულიანის გამოყენება შეძლო.

ენტონი ედვარდსის ანგარიშზე 41 ქულაა, 2 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა და 3 ბლოკი. ედვარდსმაც 10-დან 6 სამქულიანი გამოიყენა.

დენვერს ანგარიში 2:0 მიჰყავს.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე