სარჩევი
2024 მაი 22, 14:54 შშ
3 წუთის საკითხავი

ფინალები დაიწყო, ბოსტონ სელტიკსმა და ინდიანა პეისერსმა Game 1 გახსნეს. როგორც მოსალოდნელი იყო პირველი გეიმი სელტიკსმა წაიღო, თუმცა, მარტივი არ ყოფილა და შეუძლებელიც კია ფინალში რაიმე მარტივი იყოს.

თამაში ოვერტაიმში გადავიდა სადაც სელტიკსმა 16:11 იმარჯვა. საერთო ჯამში კი 133:128 მოიგო.

Game 1 – თი დი გარდენზე

ყველა მეოთხედი თითქმის თანაბრად წარიმართა, არცერთმა გუნდმა არ მისცა მეტოქეს უფლება რომ საგრძნობლად გაქცეულიყო. რაღაც მხრივ, ფრთხილი თამაშიც კი იყო, უფრო მეტი აქცენტი იმაზე გაკეთდა რომ ჩამორჩენა არ ჰქონოდათ, და არა იმაზე რომ უპირატესობა მოეპოვებინათ.

ასეთი თამაში ინდიანას მხრიდან უფრო გამართლებულია Game 1 -ში, სელტიკსი კი ბევრ რამეს შცვლის. როგორც წინა მიმოხილვებისას აღვნიშნეთ, ტონუსში უპირატესობა ინდიანას ექნებოდა, გამომდინარე იქიდან თუ რა გზა გაიარეს გუნდებმა, ამიტომ, რაც უფრო მეტს ითამაშებენ ეს გუნდები, მით უფრო უკეთესი გახდება სელტიკსი – ასეთი მოლოდინი მაქვს და ვნახოთ რა და როგორ იქნება.

პირველი მეოთხედი ბოსტონმა 34:31 მოიგო;
მეორე მეოთხედი – 30:33;
მესამე მეოთხედი – 30:29;
მეოთხე მეოთხედი – 23:24;

ინდიანა პეისერსი რვანახევარი წამით ადრე სამი ქულით იყო წინ, სულ მცირე ნაბიჯი იყო დარჩენილი გეიმ ერთის წაღებიდან, მაგრამ ამ არენაზე ეს ურთულესი საქმეა, ანგარიში ჯეილენ ბრაუნმა გაათანაბრა სამქულიანით.

დარჩენილ დროში ბურთი, რა თქმა უნდა, ტაირის ჰალიბარტონს ჰქონდა, მაგრამ ჯეისონ ტეიტუმმა ძალიან მაღალი დონის დაცვა ითამაშა, იმდენად რომ ტაირისის სროლას თავიდანვე შეეტყო რომ მიზანს ვერ მიაღწევდა. ტეიტუმმა გააკეთა ის, რაც პასკალ სიაკამმა ვერ შეძლო ბრაუნის წინააღმდეგ.

ასე რომ, ძირითადი დრო ყაიმით – 117:117 დასრულდა.

ოვერტაიმში სელტიკსი უკეთესი იყო. არცერთ მეოთხედს არ ჰგავდა, ბოსტონმა კითხვა აღარ დატოვა ვინ მოიგებდა თამაშს. ეს უკვე ალბათ ფსიქოლოგიური ფაქტორიც იყო, როცა ასე ახლოს ხარ მოგებასთან და ხელიდან გაუშვებ, მერე ძალიან რთულია თამაშის მობრუნება შეძლო.

არენაც, რა თქმა უნდა, თავის როლს თამაშობს.

  • ინდიანას სამეულმა ორმაგი დუბლით დაასრულა თამაში – ტაირის ჰალიბარტონის ანგარიშზე 25 ქულა, 10 ასისტი, 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა და ერთი ბლოკი. 14-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/18.
  • მაილს ტერნერის ანგარიშზე 23 ქულა, 10 მოხსნა, 4 ასისტი და 2 ბლოკია. 4-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/13.
  • პასკალ სიაკამის ანგარიშზე 24 ქულა, 12 მოხსნა, 7 ასისტი და ერთი ჩაჭრაა. FG – 12/23.
  • სელტიკსის სამეულმა კი საერთო ჯამში 90 ქულა მოუტანა გუნდს – ჯეისონ ტეიტუმმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 36 ქულა, 12 მოხსნა, 4 ასისტი და 3 ჩაჭრა. 8-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/26.
  • ჯეილენ ბრაუნის ანგარიშზე 26 ქულა, 7 მოხსნა, 5 ასისტი, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკი. 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/20.
  • ჯრუ ჰოლიდეის ანგარიშზე 28 ქულა, 7 მოხსნა, 8 ასისტი და 3 ჩაჭრა. 8-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/16.

სად ვუყუროთ?

23 მაისს, თბილისის დროით 04:30 ზე გაიმართება დალას მავერიქსისა და მინესოტა ტიმბერვულვზის შეხვედრა.

შეხვედრას შეგიძლიათ Setantasports.com-ზე მიადევნოთ თვალყური.