სარჩევი
2024 თებ 05, 12:41 შშ
1 წუთის საკითხავი

ჯოელ ემბიდის ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ამას თავდაპირველად ვარაუდობდნენ. ჯოელმა მარცხენა მენისკის ტრავმა მიიღო და გარკვეული ხნის მანძილზე დასვენება მოუწევს. ჯერჯერობით ზუსტ თარიღს ვერ ამბობენ თუ რამდენი ხნით იუქმებს ემბიდი.

ფილადელფიას ცენტრი კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს, ბევრი ზედიზედ მეორე MVP-ისაც უწინასწარმეტყველებდა, ახლა კი ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. MVP-ისა და სხვა ჯილდოებს კი განსაკუთრებული პირობის შემთხვევაში იღებენ, მოთამაშეს უფლება აქვს 17 შეხვედრა გამოტოვოს, უფრო მეტის შემთხვევაში ჯილდოს პრეტენდენტი ვერ იქნება.

  • დონოვან მიჩელს 9 შეხვედრა აქვს გამოტოვებული
  • ასევე 9 შეხვედრა გამოტოვა დევინ ბუკერმა
  • 13 შეხვედრა გამოტოვა ჰალიბარტონმა
  • სულ მცირე ხნის წინ გადაასწრო მას ჯოელ ემბიდმა, მას უკვე 14 შეხვედრაში მოუწია უქმობა
  • ლიდერი კი ჯერჯერობით ჯიმი ბატლერია 15 გამოტოვებული შეხვედრით

ემბიდის ტრავმის სიმძიმიდან გამომდინარე უკვე შეგვიძლია ვთქვათ რომ MVP-ის ჯილდოს დაემშვიდობება, რადგან მისი გამოტოვებული შეხვედრების ნიშნული 17-ს აუცილებლად გადაცდება.

სპეციალისტებს მიაჩნიათ რომ ეს რიცხვი მისაღები და სამართლიანია. შაკილ ონილი და ჩარლზ ბარკლი თვლიან რომ 82-დან 65 შეხვედრაში მაინც უნდა მიიღო მონაწილეობა იმისათვის რომ MVP-ის ჯილდოზე გქონდეს პრეტენზია.

ფილადელფია სიქსერსმა ჯოელის გარეშე 14 შეხვედრიდან მხოლოდ ოთხში შეძლო გამარჯვება.

ტაირის მაქსი ძალიან კარგ სეზონს ატარებს, მაგრამ ემბიდის გარეშე სიქსერსი კონკურენტუნარიანი ვერ იქნება.