სარჩევი

გოლდენ სტეიტ უორიორზი ფინიქსთან 113:125 დამარცხდა. პარკეტს დაუბრინდა სტეფ კარი, თუმცა, მისი დაბრუნება გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა.

მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ანგარიშში სხვაობა 10 ქულამდე შემცირდა, თუმცა, უორიორზმა მეტი ვერაფერი შეძლო.

სტეფ კარის ანგარიშზე 24 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასია.

კლეი ტომპსონმა 29 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა.

ჯორდან პულის ანგარიშზე 27 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასია.

ფინიქსის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დიდი დანაკლისის მიუხედავად შეძლეს გამარჯვება. არც დევინ ბუკერი იყო პარკეტზე, არც კრის პოლი, მაგრამ მაინც მოიგეს.

საუკეთესო მიკალ ბრიჯისი გახლდათ – 26 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი.

ემბიდი დაბრუნდა

წარმატებულად დაუბრუნდა პარკეტს ჯოელ ემბიდი. ფილადელფიამ დეტროიტი 147:116 დაამარცხა. ფილადელფიას პირველ ნახევარში უკვე 65 ქულა ჰქონდა ჩაგდებული, მეორე ნახევარში კი 82 ქულა ჩააგდეს!

დაბრუნებაც ასეთი უნდა.

ჯოლე ემბიდი პირველი ნახევრის მიწურულს ცუდად დაეშვა პარკეტზე, თუმცა, ყველაფერი რიგზეა, რისკზე აღარ წასულან და მხოლოდ 24 წუთი აკმარეს.

ამ დროის მანძილზე 36 ქულა, 11 მოხსნა და ერთი პასი მიითვალა.

ძალიან კარგი თამაში ჰქონდა ჯეიმს ჰარდენს – 16 ქულა, 12 მოხსნა და 15 შედეგიანი გადაცემა.

ფილადელფიას ბალანსი 25-15 ზეა. აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილს იკავებენ, მათ წინ მხოლოდ ბრუკლინი, მილუოკი და ბოსტონი არიან.

სხვა თამაშები ასე დასრულდა:

კლიპერსი – დალასი 113:101

პორტლენდი – ორლანდო 106:109

იუტა – კლივლენდი 116:114

მაიამი – ოკლაჰომა 112:111