სარჩევი
2023 თებ 09, 18:03 შშ
1 წუთის საკითხავი

ხდება ის, რასაც ყველა ელოდა. ბრუკლინ ნეტსი ფინიქსს შეუთანხმდა, კევინ დურანტი გუნდს დატოვებს, ბრუკლინი მის ნაცვლად მიკალ ბრიჯისს, ქემ ჯონსონსა და ჯა ქროუდერს მიიღებს.

კაირი ირვინგმა, დალასში დებიუტის შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვა მიხარია, რომ კევინი ბრუკლინს მოსცილდებაო.

დიდი სამეულიდან ბრუკლინს აღარავინ დარჩა, არადა, მოლოდინი ისეთი იყო, ზედიზედ უნდა მოეგოთ ჩემპიონობა. ჯერ ჰარდენი, მერე ირვინგი, ახლა დურანტი.. ბრუკლინის სრული კრახი.

რა თქმა უნდა, დურანტს ხელგაშლილები დახვდებიან, ფინიქსშიც მივიღებთ დიდ სამეულს, არა ისეთ ხმაურიანს, როგორც ბრუკლინში იყო, მაგრამ მაინც. დევინ ბუკერი, კრის პოლი, კევინ დურანტი – კარგი სანახავი იქნება.

დაათრეიდებენ რასელ უესთბრუქსაც, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონი წინასთან შედარებით ბევრად კარგი აქვს. რასი ძალიან ცუდად დაამახსოვრდებათ ლოს აჯელესში.

სამმაგი თრეიდი შედგება, ჩართულნი იქნებიან ლეიკერსი, მინესოტა და იუტა. უესტბრუკი მინესოტაში წავა, ლეიკერსი დანჯელო რასელს მიიღებს მინესოტადან, ხოლო იუტადან ბისლისა და ვენდერბილტს, ვეტერანი მაიკ კონლი იუტადან მინესოტაში გადავა, ხოლო იუტა ლეიკერსისგან 2027 წლის პირველი რაუნდის პიკს მიიღებს.

აი ასე. პლეიოფებში ძალიან განსხვავებულ სურათს მივიღებთ. თუმცა, იქამდე მაინც შორია.