დრამა ლოს ანჯელესში

დრამა ლოს ანჯელესში – ბებერი ლებრონი ახალბედა ჯა მორანტის წინააღმდეგ. მოლოდინი აბსოლუტურად გამართლდა, იყო სანახაობრივი და ბოლო წამებამდე დაძაბული შეხვედრა.

თამაშის დასრულებამდე 7 წამით ადრე, შრიოდერმა ბურთი მოიპარა, ორქულიანი ჩააგდო და ჯარიმაც აიკიდა. ასე რომ, ერთი ქულით უკან მყოფი ლეიკერსი ორი ქულით წინ გავიდა.

თუმცა, დარჩენილ დროში ბრენდონ კლარკმა ორი საჯარიმო სროლის უფლება მიიღო, თავისუფლად შეიძლებოდა თამაში ოვერტაიმში გადასულიყო, თუმცა, მეორე სწროლა არაზუსტი გამოდგა.

ლეიკერსმა 122: 121 მოიგო.

მოწოდების სიმაღლეზე იყო ლებრონ ჯეიმსიც და ჯა მორანტიც. ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა რასელ უესტბრუკმა, რომელსაც წინა სეზონთან შედარებით დიდი პროგრესი აქვს.

რასელის ანგარიშზე 29 ქულა, 5 მოხსნა და 6 ასისტია.

ჯეიმსმა 23 ქულა, 9 მოხსნა და 6 ასისტი მიითვალა.

ჯამ 22 ქულა, 3 მოხსნა და 8 ასისტი შესძინა თავის გუნდს.

დალასი vs მაიამი

მაიამის ყველაფერი რიგზე აქვს. მწყობრში არიან კაილ ლოური და ჯიმი ბატლერი. ადებაიო და გეიბ ვინსენტი, მაგრამ მაინც დამარცხდნენ, – 115:90.

გადამწყვეტი გამოდგა მესამე მეოთხედი, დალასმა 32 ქულა ჩააგდო, მაიამიმ 16. ლუკა დონჩიჩის გაჩერება ვერავინ შეძლო. საერთოდ, ლიგაში მოიძებნება თუ არა მისი შემჩერებელი ესეც საკითხავია.

ლუკას ანგარიშზე 34 ქულა, 12 მოხსნა და 7 ასისტია.

მაიამის რიგებში 20 ქულა და 2 ასისტი ჰქონდა ვიქტორ ოლადიპოს.

ადებაიოს ანგარიშზე 18 ქულა, 11 მოხსნა და 4 ასისტია.

კლივლენდი vs გოლდენ სტეიტი

გოლდენ სტეიტი რომ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება ამაზე ორი აზრი არ არის. აგერ, კლივლენდს დრეიმონდ გრინის, კლეი ტომპსონისა და სტეფ კარის გარეშე სძლიეს.

არ არის ეს პატარა ამბავი. ჯორდან პულიც უმატებს და უმატებს.

ამჯერად 32 ქულა, 3 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა.

გოლდენ სტეიტმა 120:114 მოიგო.

კლივლენდის შემადგენლობაში ტრადიციულად გამოირჩა დარიუს გარლანდი, – 31 ქულა, 2 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა.

უორიორზის ბალანსი ისევ თანაბარია, – 23-23 ზე. ამ მაჩვენებლით დასავლეთ კონფერენციის მეექვსე საფეხურზე არიან.

კლივლენდის ბალანსი 29-18 ზეა და აღმოსავლეთ კონფერენციის მეხუთე საფეხურს იკავებს.

იუტა vs ბრუკლინი

ბრუკლინი კევინ დურანტის გარეშე თამაშობს, თუმცა, კაირი ირვინგი დაბრუნდა და ლიდერობაც აიღოს თავის თავზე.

კაირიმ 48 ქულა, 11 მოხსნა და 6 ასისტი დააგროვა.

იუტას შემადგენლობაში საუკეთესო იყო ჯორდან კლარკსონი, – 29 ქულა, 4 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა.

ბრუკლინი დურანტთან ერთად საშიში ძალა იქნება. მით უმეტეს, რომ ბენ სიმონსმაც იპოვა თავისი თამაში. იუტას წინააღმდეგ 6 ქულა, 9 მოხსნა და 5 ასისტი მიითვალა.

სტატისტიკა რომ გვერდზე გავწიოთ, ჩანს რომ სიმონსი უკვე გუნდის ორგანული ნაწილია.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

ორლანდო – პელიკანსი 123:110

ატლანტა – ნიუ იორკ ნიქსი 139:124

სან ანტონიო – კლიპერსი 126:131

დენვერი – ინდიანა 134:111

საკრამენტო – ოკლაჰომა 118:113

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე