სარჩევი
2023 თებ 06, 12:09 შშ
1 წუთის საკითხავი

ბრუკლინ ნეტსი თანახმაა კაირი ირვინგს შეელიოს და დალასის წინადადებას დათანხმდეს. კაირის დალასში გადაცვლა ყველაფერს ცვლის ბრუკლინისთვის, დალასისთვის, NBA-ისთვის.

თავდაპირველად ელოდნენ, რომ ირვინგი ზაფხულში დატოვებდა ბრუკლინს. კონტრაქტიც ამ დროს ეწურება. მერე თებერვალი ითქვა და უცბად ბომბივით გასკდა ეს ამბავი.

დალასში ირვინგთან ერთად მორისიც გადავა, ბრუკლინი კი სპენსერ დინუიდის, ფინი-სმითს, 2029 წლის დრაფტის პირველი რაუნდის ერთ და მეორე რაუნდის ორ არჩევანს მიიღებს.

კაირის რომ რთული ხასიათი აქვს და პრობლემები მუდმივად თან სდევს ეს ძველი ამბავია, ბრუკლინსაც დიდი თავსატეხი გაუჩინა, მაგრამ ისიც ყველამ იცის, რომ დიდებული მოთამაშეა. ბრუკლინის დიდი სამეულიდან მხოლოდ დურანტიღა დარჩა, რომლის შენარჩუნებაც ძალიან რთული იქნება.

თავის მხრივ, რისკავს დალასიც. გასაგებია, რომ ლუკას გარდა კიდევ ერთი ვარსკვლავი სურდათ, საბოლოოდ კი კიდევ ერთი მეგა-ვარსკვლავი მივიღეთ უმძიმესი ხასიათით.

საქმის კურსში არიან, რომ პარკეტზე მხოლოდ ერთი ბურთია?” – იყო ასეთი კომენტარებიც. მიმაჩნია, რომ უადგილო. კაირიმ მშვენივრად ითამაშა ლებრონისა და დურანტის გვერდით, ასე რომ, ლუკასთანაც როგორმე მოახერხებს საერთო ენის გამონახვას.

დალასი ისედაც მიიჩნევა საპლეიოფო გუნდად, მაგრამ ამიერიდან, ერთ-ერთ ფავორიტად ჩაითვლება.