სარჩევი

სამი შეხვედრა გაიმართა NBA-ში. ოლ სთარამდე პაუზა იქნება, ოლ სთარის შემდეგაც 3-4 დღე დაისვენებენ მოთამაშეები, ტრავმებს მოიშუშებენ და გადამწყვეტ ეტაპზეც გადავალთ.

ფინიქსი vs კლიპერსი

ყველა ელის კევინ დურანტის გამოჩენას. ჯერჯერობით კევინი თამაშს ვერ ახერხებს, თუმცა, მწყობრში არიან კრის პოლი და დევინ ბუკერი.

კლიპერსმა 116:107 მოიგო.

კრის პოლის ანგარიშზე 5 ქულა, 3 მოხსნა და 11 ასისტია.

დევინ ბუკერმა 19 ქულა, 3 მოხსნა და 9 ასისტი დააგროვა. სულ რაღაც 1 ასისტი დააკლდა ორმაგ დუბლამდე.

კლიპერსის რიგებში, ასევე ერთი ქულა დააკლდა ორმაგ დუბლამდე კავაი ლეონარდს. კავაის ანგარიშზე 16 ქულა, 9 მოხსნა და 4 ასისტია.

ივიცა ზუბაჩმა კი შეასრულა ორმაგი დუბლი – 13 ქულა, 12 მოხსნა, 1 ასისტი.

პოლ ჯორჯმა 26 ქულა, 6 მოხსნა და 5 ასისტი მიითვალა.

მინესოტა vs ვაშინგტონი

მინესოტა ვაშინგტონთან დამარცხდა 106:114.

ენტონი ედვარდსმა 37 წუთში 34 ქულა, 5 მოხსნა, 3 ასისტი მიითვალა.

რუდო გობერმა ორმაგი დუბლი შეასრულა, – 17 ქულა, 19 მოხსნა და 1 ასისტი.

მიუხედავად ამ ორი მოთამაშის ძალიან კარგი შედეგებისა, მინესოტა მაინც დამარცხდა.

ვაშინგტონის შემადგენლობაში, 35 წუთში 35 ქულა დააგროვა ბრედლი ბილმა, პლუს 6 მოხსნა და 5 ასისტი.

მილუოკმა ჩიკაგო 112:100 დაამარცხა.