NBA-ში ოთხი შეხვედრა გაიმართა. ლოს ანჯელეს ლეიკერსმა მილუოკ ბაქსს უმასპინძლა და 106:115 დამარცხდა.
NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულეს არ უთამაშია. ისევე როგორც რასელ უესტბრუკს, რომელიც ახლოს არის ლეიკერსის დატოვებასთან.
სამაგიეროდ, ითამაშა ენტონი დევისმა და ორმაგი დუბლითაც გამოირჩა. მის ანგარიშზე 23 ქულა, 16 მოხსნა და 2 ასისტია.
ორმაგი დუბლი მიითვალა დენის შროდერმაც – 25 ქულა, 12 ასისტი და 2 მოხსნა.
საუკეთესო, რა თქმა უნდა, იანის ანტეტოკუნმპო იყო, 38 ქულით, 10 მოხსნითა და 6 ასისტით.
ნელ-ნელა სასურველ ფორმას იბრუნებს კრის მიდლტონი, ამჯერად 22 ქულა, 5 მოხსნა და 3 ასისტია მის ანგარიშზე.
სანდრო მამუკელაშვილს 13 წუთი დაუთმეს. ამ დროის მანძილზე ექვსი ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.
სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:
- ორლანდო – დენვერი 115:104
- ატლანტა – ფინიქსი 116:107
- ბრუკლინი – ჩიკაგო 116:105