სარჩევი
ბრუკლინ ნეტსმა სტივ ნეში გაათავისუფლა | Setanta Sports

ბრუკლინ ნეტსმა მთავარი მწვრთნელი სტივ ნეში გაათავისუფლა. ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ გუნდის უღიმღამო თამაში მწვრთნელის ბრალი იყო. ჯერ კიდევ სეზონის განახლებამდე იწერებოდა, რომ ვარსკვლავები ნეშის წასვლას ითხოვდნენ, კევინ დურანტისა და კაირი ირვინგის წასვლაზეც იყო მსჯელობა, თუმცა, ბრუკლინმა სეზონი კვლავინდებურად მათთან ერთად დაიწყო, ნეში კი შვიდი ტურის შემდეგ გაათავისუფლეს. ფაქტია, რომ ნეშმა ვარსკვლავებთან საერთო ენა ვერ გამონახა, ბრუკლინისგან ყველა გაცილებით მეტს ელოდა.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ სტივს ორი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოსთვის, მას შემდეგ, რაც მთავარი მწვრთნელი გახდა რთულ გამოწვევებთან მოუხდა გამკლავება, ჩვენ მადლიერნი ვართ მისი სიმტკიცისა და მოთმინებისათვის. პირადად ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, გამომდინარე იქიდან თუ როგორ დაიწყო სეზონი, ჩავთვალეთ რომ ცვლილებების დრო იყო, სტივს და მის ოჯახს წარმატებებს ვუსურვებთ“, – თქვა ნეტსის გენერალურმა მენეჯერმა, შონ მარკსმა.

ნეშის შემცვლელად ბოსტონ სელტიკსის ყოფილი მწვრთნელი, აიმე უდოკა განიხილება.