სარჩევი
2022 დეკ 30, 15:11 შშ
1 წუთის საკითხავი

ბოსტონმა კლიპერსს უმასპინძლა და 116:110 დაამარცხა.

ბოლო მატჩებისთვის ტრადიციულად ჯეისონ ტეიტუმმა და ჯეილენ ბრაუნმა თანაბარი რაოდენობის ქულები დააგროვეს.

ტეიტუმის ანგარიშზე 36 წუთში 29 ქულა, 11 მოხსნა და 1 პასია. ბრაუნმა 33 წუთში დააგროვა 29 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი.

კლიპერსის შემადგენლობაში 26 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი ჰქონდა კავაი ლეონარდს. ხოლო, პოლ ჯორჯის ანგარიშზე 24 ქულა, 4 მოხსნა და 6 პასია.

დალასმა 128:114 დაამარცხა ჰიუსტონი. ლუკა დონჩიჩმა 34 წუთში 35 ქულა დააგროვა, რომელსაც 12 მოხსნა და 13 შედეგიანი გადაცემაც მიაყოლა. მიმდინარე სეზონში ლუკა MVP-ის ჯილდოს მიღების მთავარი პრეტენდენტია.

სხვა შევედრები ასე დასრულდა:

შარლოტი – ოკლაჰომა 121:113

ინდიანა – კლივლენდი 135:126

ტორონტო – მემფისი 106:119

სან ანტონიო – ნიუ იორკ ნიქსი 122:115