სარჩევი
2023 იან 06, 12:33 შშ
1 წუთის საკითხავი

NBA-ის ცენტრალურ მატჩში ბოსტონმა დალასი 124:95 დაამარცხა. ბოსტონი აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს. მათი ბალანსი 27-12 ზეა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯეისონ ტეიტუმი იყო, 35 წუთში 29 ქულა, 14 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. ჯეილენ ბრაუნის ანგარიშზე კი 19 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასია.

31 წუთი გაატარა პარკეტზე ლუკა დონჩიჩმა. ამ დროის მანძილზე 23 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

დალასის ბალანსი 22-17 ზეა. მავერიქსი დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილს იკავებს.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

ორლანდო მეჯიქი – მემფისი 115:123

ჰიუსტონი – იუტა 114:131

დენვერი – კლიპერსი 122:91