სარჩევი

ბოსტონმა ბრუკლინი უშანსოდ დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ კაირი ფორმაშია, კევინ დურანტის არყოფნა ბრუკლინზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს.

რასაკვირველია, დურანტი უფრო დიდი დანაკლისია ბრუკლინისთვის, ვიდრე მარკუს სმარტო ბოსტონისთვის. როცა ტეიტუმი, ბრაუნი და ჰორფორდი სასტარტოში გყავს, ესე იგი, ყველაფერი რიგზეა.

ბოსტონმა 139:96 მოიგო. 43 ქულიანი უპირატესობა დიდი ამბავია.

ჯეისონ ტეიტუმმა 31 ქულა, 9 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა. ჯეისონმა 12-დან 7 სამქულიანი ჩააგდო.

ჯეილენ ბრაუნმა 26 ქულა, 3 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა. ტეიტუმის მსგავსად, მანაც 12-დან 7 სამქულიანი გამოიყენა.

ბრუკლინის რიგებში კი მხოლოდ კაირი ვერაფერს გახდა, 20 ქულა, 4 მოხსნა, 4 ასისტი და ერთი ბლოკია მის ანგარიშზე. 7 ცდიდან მხოლოდ 1 სამქულიანი ჩააგდო.

ბოსტონი აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს. ბრუკლინი მეოთხეა.

მინესოტა vs გოლდენ სტეიტი

მინესოტამ გოლდენ სტეიტი 119:114 დაამარცხა. თანაც ის უორიორზი, რომელსაც სასტარტო ხუთეულის ყველა წევრი პარკეტზე ჰყავდა.

დანჯელო რასელმა, ენტონი ედვარდსმა და ნაზ რიდმა საერთო ჯამში 81 ქულა დააგროვეს. მოგებაც მათი დამსახურებაა. 81-ზე კობი გაახსენდება ადამიანს და ერთი კაცის საქმედ დაინახავს, მაგრამ.. ეგ სხვა ამბავია.

ძირითადი დრო 110:110 დასრულდა. მინესოტამ ოვერტაიმში მოიგო, ენტონი ედვარდსის ძალიან მაგარი თამაშის შედეგად.

სტეფ კარის ანგარიშზე 29 ქულა, 10 მოხსნა და 3 ასისტია.

დანჯელო რასელის ანგარიშზე 29 ქულა, 2 მოხსნა და 2 ასისტი.

მემფისი vs პორტლენდი

პორტლენდმა 122:112 დაამარცხა მემფისი. ანონსი გამართლდა, ჯა მორანტისა და დემიან ლილარდის დუელი კარგი სანახავი გამოდგა.

ჯას სულ მცირე დააკლდა სამმაგ დუბლამდე, მის ანგარიშზე 32 ქულა, 9 მოხსნა და 12 ასისტია. დიდებული თამაში ჰქონდა, თუმცა, არა ისეთი როგორიც ლილარდს.

მორანტისა არ იყოს, ლილარდსაც ცოტა დააკლდა სამმაგ დუბლამდე, მის ანგარიშზე 42 ქულა, 8 მოხსნა და 10 ასისტია.

ლილარდმა 13-დან 5 სამქულიანი გამოიყენა.

ჯამ 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

  • ფილადელფია – ორლანდო 105:94
  • ჰიუსტონი – ოკლაჰომა 112:106
  • სან ანტონიო – საკრამენტო 109:119
  • იუტა – ტორონტო 131:128
  • ფინიქსი – ატლანტა 100:132