სარჩევი
2023 თებ 04, 16:02 შშ
1 წუთის საკითხავი

NBA-ში მორიგი შეხევდერბი გაიმართა. All Star-ის სიაში მოხვედრილები ცდილობენ დაგვანახონ, რომ ეს დაიმსახურეს, ვერ მოხვედრილები კი ცდილობენ აჩვენონ, რომ შეცდომა დაუშვეს.

სან ანტონიომ ფილადელფიას უმასპინძლა და 125:137 დამარცხდა. პარკეტზე იყვნენ ყველა ვარსკვლავის მიღმა დატოვებული ჯეიმს ჰარდენი და All Star-ის სასტარტო ხუთეულს მიღმა დატოვებული ჯოელ ემბიდი.

ემბიდი, როგორც ყოველთვის ძალიან შედეგიანი იყო, ორმაგი დუბლი მიითვალა – 33 ქულა, 10 მოხსნა, 4 ასისტი და 2 ჩაჭრა. ასეთი იყო მისი მონაგარი.

ჯოელმა სამიდან ორი სამქულიანი ჩააგდო.

ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზე 16 ქულა, 4 მოხსნა და 8 ასისტია.

ბოსტონი დამარცხდა

ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო და ძალიან საშიში გუნდი ისევ დამარცხდა. დამარცხდა ფინიქსთან – 94:106.

ისევ არ იყო მარკუს სმარტი. ჯეისონ ტეიტუმმა და ჯეილენ ბრაუნმა კი ტრადიციულად კარგი შეხვედრა ჩაატარეს.

ტეიტუმის ანგარიშზე 20 ქულა, 6 მოხსნა და 5 ასისტია.

ჯეილენ ბრაუნმა 27 ქულა, 8 მოხსნა, 4 ასისტი და 3 ჩაჭრა მიითვალა.

ფინიქსის რიგებში უბერებელმა კრის პოლმა 15 ქულა, 6 მოხსნა, 8 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი დააგროვა.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

  • დეტროიტი – შარლოტი 118:112
  • ინდიანა – საკრამენტო 107:104
  • ვაშინგტონი – პორტლენდი 116:124
  • ჰიუსტონი – ტორონტო 111:117
  • მინესოტა – ორლანდო 120:127
  • იუტა – ატლანტა 108:115