სარჩევი
2023 აპრ 08, 13:57 შშ
1 წუთის საკითხავი

ბრუკლინს სჭირდებოდა გამარჯვება. ამ მოგებით პლეიოფის საგზური უკვე გარანტირებული აქვთ, მით უმეტეს, რომ მაიამი დამარცხდა.

ბრუკლინმა ორლანდო 101:84 დაამარცხა.

ისევ სოლიდური დრო მიიღო გოგა ბითაძემ და თავი არ შეურცხვენია, საუკეთესო მატჩი ჩაატარა ორლანდოს შემადგენლობაში. ყველას აჩვენა, რომ რაც მეტ დროს მიიღებს, მით უფრო სწრაფად რეალიზდება.

გოგას ზრდის რესურსი ნამდვილად გააჩნია.

25 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა – 12 ქულა, 15 მოხსნა, 1 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია მის ანგარიშზე. ერთი სამქულიანი ისროლა, არაზსუტად. FG – 5/7 ზე.

გოგაზე მეტი ქულა მხოლოდ კოულ ენტონიმ ჩააგდო – 14.

გოგას მსგავსად 12 ქულა მიითვალა ფრანც ვაგნერმა.

ბოლ ბოლმა ამჯერად 18 წუთი ითამაშა და 3 ქულა ჩააგდო.

ორლანდოს შემადგენლობაში მხოლოდ გოგამ შეასრულა ორმაგი დუბლი. ასე ხდება როცა სასტარტო ხუთეულში იწყებს და საკმარისად თამაშობს.