ბითაძემ 6 წუთი მიიღო, მამუკელაშვილმა 22

ერთ დღეს შედგა “ქართული კლუბების” მატჩები. ორლანდო ობლად დატოვებულ ბრუკლინს დაუპირისპირდა, სან ანტონიო კი მრისხანე ბოსტონს შეხვდა.

ორლანდო vs ბრუკლინი

ბრუკლინი ჯერ ისევ მეექვსე პოზიციაზეა, ვარდნა დიდი ხნის წინ დაიწყო და რეგულარული სეზონის ბოლომდე სად აღმოჩნდება კაცმა არ იცის. თუ მაინც მოხვდნენ პლეიოფში, ალბათ ყველაზე სუსტ გუნდთან გვექნება საქმე.

ორლანდომ ბრუკლინი 119:106 დაამარცხა.

ორმაგი დუბლი შეასრულა ფრანც ვაგნერმა – 19 ქულა, 10 მოხსნა.

გოგა ბითაძემ ექვსი წუთი მიიღო სათამაშოდ და ორი ქულა მიითვალა. მხოლოდ ერთხელ ისროლა ფარისკენ და მეტი დრო არც ჰქონია, რომ რამე მოეხერხებინა.

ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცამეტე პოზიციაზეა.

სან ანტონიო vs ბოსტონი

სან ანტონიო ერთ-ერთ ფავორიტს შეხვდა და 137:93 დამარცხდა.

სხვაობა დიდია, თუმცა, გრეგ პოპოვიჩი გუნდის განვითარებაზეა ორიენტირებული. ზრდის პროცესი კი ნამდვილად ჩანს. თუნდაც, მამუკელაშვილთან მიმართებით.

სანდრომ ბოსტონთან 22 წუთი მიიღო და 13 ქულა ჩააგდო, პლუს ხუთი მოხსნა და 3 ასისტი. 4 სამქულიანიდან ერთი ზუსტად ისროლა. FG 5/10 ზე.

მშვენიერი მაჩვენებელია ბოსტონის წინააღმდეგ.

არ უთამაშია ჯეისონ ტეიტუმს. ჯეილენ ბრაუნმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა – 41 ქულა, 13 მოხსნა.

ბოსტონი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. სან ანტონიო კი დასავლეთში მხოლოდ ჰიუსტონს უსწრებს.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე