სარჩევი
რედ ბული 3x3-ზე | Setanta Sports
2023 ივლ 25, 18:12 შშ
2 წუთის საკითხავი

რედ ბული 3×3-ზე – საქართველოს შესარჩევზე რეგისტრაცია დაიწყო.

Red Bull Half Court 3×3-ზე ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატი საქართველოში წელს მეორედ ჩატარდება.

5 და 6 აგვისტოს მოყვარული ან პროფესიონალი მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს თბილისში, საქართველოს შესარჩევის გამარჯვებულის ტიტულისთვის შეერკინებიან.

სწრაფი, შეტევითი შეჯიბრება FIBA-ს წესების მიხედვით მიმდინარეობს. თუმცა ღონისძიების “ტვისტი” ის ბონუს ქულაა, რომელსაც გუნდი „მოედნის დაპყრობისთვის’’ მიიღებს.

Red Bull 3×3 – მონაწილეობის წესები

  • მონაწილეობა დაშვებულია მხოლოდ 18+ ასაკის მოყვარული ან პროფესიონალი კალათბურთელებისთვის. 
  • გუნდი უნდა შედგებოდეს 3 ან 4 მონაწილისგან, მათგან 3 აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.
  • რეგისტრაცია მიმდინარეობს 3 აგვისტოს ჩათვლით ვებ-გვერდზე: www.redbullhalfcourt.com

საქართველოს შესარჩევის გამარჯვებული გუნდი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადიში გაემგზავრება, სადაც სხვა, ოცდაათამდე ქვეყნის გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ჩემპიონატის მსოფლიო ფინალში.

შეჯიბრება გაიმართება 14-18 სექტემბერს, კალემეგდანის ციხე-სიმაგრეში.

საქართველოს შესარჩევში მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდულია.

სასარგებლო ბმულები:

Red Bull Half Court | Georgia 2023

Red Bull Half Court- სარეგისტრაციო ბმული