ვილი სანიოლმა ტაილანდის ნაკრებთან სარეკორდო ანგარიშით მოგების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. საქართველომ ტაილანდი 8:0 დაამარცხა. გიორგი მიქაუტაძე გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ერთ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.
გიორგი მიქაუტაძეზე
მიქაუტაძისთვის რთული პერიოდია, დიდ კლუბში გადავიდა, მაგრამ არ თამაშობს, მე მიმაჩნია, რომ ფეხბურთელი სირთულეებს არასდროს არ უნდა გაექცეს, ფეხბურთში სხვაგვარად არ გამოვა, სირთულეების გადალახვა მას ზრდაში დაეხმარება. ვუსურვებ რომ ბევრი იმუშაოს და შანსს აუცილებლად მიიღებს.
ხვიჩა კვარაცხელიაზე
ხვიჩასთან უბრალოდ სათამაშო ეპიზოდზე ვისაუბრეთ მატჩის დროს, შენიშვნა არ მქონია, ეს საუბარი ჩვენ შორის დარჩება. ეს ჩემი მოვალეობაა რომ უმცირეს დეტალებზეც მივუთითო, სწორედ დეტალები ქმნის სხვაობას კარგ ფეხბურთელსა და ფანტასტიურ ფეხბურთელს შორის. ხვიჩა ყოველთვის ღიაა მსგავსი საუბრისთვის და ყურადღებით მისმენს.
ფიზიკურ მომზადებაზე
ამ თემაზე სასაუბროდ საუკეთესო კანდიდატი არ ვარ, იქნებ ჯობია ფეხბურთელებმა თავად ისაუბრონ.. ის ვინც ქვეყნის გარეთ თამაშობს ძალიან ბევრს მუშაობს, ჩაკვეტაძე ინგლისში გადავიდა და ფიზიკურად ძალიან მოუმატა, ეს უკვე დიდი სხვაობაა, ერთი-ერთზე ბრძოლებში ხშირად გამარჯვებული რჩება, ბურთს უფრო კარგად ინარჩუნებს. იმავე შემიძლია ვთქვა ალთუნაშვილსა და სიგუაზე. ოცი წლის წინ არ ვთვლიდით რომ ფიზიკურად ამდენი უნდა გვემუშავა, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ეს აუცილებელია.
ბუდუ ზივზივაძეზე
ბუდუს, შესაძლოა გოლი არ შეუგდია, მაგრამ ბევრი იმოძრავა და კმაყოფილი დავრჩი. ჩვენ ორი კარგი ფორვარდი გვყავს, სამწუხაროდ მიქაუტაძის მსგავსად არც მას ეძლევა კლუბში ბევრი დრო. ბედნიერი ვარ, რომ არჩევანის საშუალება მაქვს.
გაბრიელ სიგუაზე
მისი ბოლო ვარჯიშით ბოლომდე კმაყოფილი ვერ დავრჩი, ამიტომ გეგმა შევცვალე და თავიდანვე არ დავაწყებინე თამაში. ის საქართველოს ნაკრების მომავალია. ამ ეტაპზე ჯობია, რომ ეტაპობრივად გადავდგათ ნაბიჯები. დღეს 35 წუთი ითამაშა და კმაყოფილი ვარ.