ბათუმში U21 ევროპის ჩემპიონატის ფინალის წინ პრესკონფერენცია ლი კარსლიმ გამართა. მედიასთან კალენდრის მიხედვით პირველმა ინგლისის U21-ის მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა.
ინგლისი vs ესპანეთი U21-ის ევროპის ჩემპიონობისთვის ინგლისი და ესპანეთი იბრძოლებენ. ფინალის წინ, განრიგის მიხედვით პირველმა ვარჯიში და პრესკონფერენცია ინგლისმა გამართა.
ქობულეთში წინასამატჩო ვარჯიშის შემდეგ ლი კარსლიმ ბათუმში მედიის კითხვებს უკვე ბათუმში უპასუხა.
ინგლისი U21-ის მწვრთნელი საქართველოზე
საქართველოში ჩამოსვლის დღიდან ხალხი თბილად დაგხვდა და ეს კარგად იგრძნობა. დიახ, ბათუმსა და ამ არენაზე თავს კომფორტულად ვგრნობთ.
საქართველოში პრემიერ ლიგა ძალიან პოპულარულია, ეს მაისურებითაც კარგად ჩანს. ვარჯიშების, მატჩების შემდეგ და ქალაქში გადაადგილების დროს ბავშვები მოდიან, ფოტოები და მაისურებზე ხელმოწერა სურთ. ეშლი კოული და გუნდის ყველა წევრი ყოველთვის ცდილობს იყოს ჩართული ამ აქტივობაში.
ლი კარსლი – ინგლისის U21-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
მანამდე, Setanta Sports-ის მაყურებელმა საქართველოს შესახებ შეფასება, ემილ სმიტ როუსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მოისმინა.
ინგლისი U21-ის მწვრთნელი ფინალურ მატჩზე
ესპანეთი ფანტასტიკური გუნდი და რთულად დასამარცხებელი მეტოქეა. გვსურს, ვაჩვენოთ პოტენციალი, რომ ეს ფეხბურთელები მთავარი ნაკრების მომავალი მოთამაშეები არიან.
ვისწავლე, რომ მომთმენი უნდა ვიყო, განსაკუთრებით შეკრებებს შორის. ასევე შევეგუე, რომ ფეხბურთელები ძალიან სწრაფად სწავლობენ, გამომდინარე იმ გუნდებისა და მწვრთნელების დონიდან სადაც ისინი თამაშობენ.
ფეხბურთელებმა გუნდურად მოუმატეს ბოლო 2 წელში. მე ვხედავ, რომ ეს ჯგუფი ტურნირს გამარჯვებით დაასრულებს, რადგან ბიჭები ამას იმსაუხრებენ. თავადაც ხედავთ რამდენად დიდებული ფეხბურთელები მოდიან, თანაც უწყვეტად.
ესპანეთს ყოველთვის მაღალი დონის გუნდი ჰყავს. მათი სტილი როგორც წესი იდენტურია.
საინტერესოა, რომ ორივე ისეთი გუნდი ვართ, რომელსაც ბურთის დაჭერა უყვარს. ესპანეთის მატჩების შემხედვარე ხვალ ამაღელვებელ შეხვედრას ველოდებით.
ამ ტურნირზე ერთი სიცოცხლე გაქვს და ვიცით, რომ ჩვენი შანსები უნდა გამოვიყენოთ. ვიცით როგორ ვითამაშოთ წნეხის ქვეშ და ველი, რომ მართებული რეაქცია ექნებათ ფეხბურთელებს, თუკი ტურნირზე პირველ გოლს გაუშვებენ.
ამ გუნდს კიდევ აქვს პოტენციალი რომ მოუმატოს რამდენიმე დონით.
გიბს უაითი თავს კარგად გრძნობს და პენალტის გაცუდების მიუხედავად ამას პრობლემა არ შეუქმნია, თანაც ეს მოგებულ შეხვედრაში მოხდა.
ლი კარსლი – ინგლისის U21-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
კარსლიმ პრესკონფერენციაზე გუნდის კაპიტანი იახლა. ტეილორ ჰარვუდ ბელისიც, იმედიანადაა, იმის მიუხედავად, რომ ტურნირზე ყველაზე რთული მოწინააღმდეგე ხვალ ელოდება.
“ჰარი კეინისგან ან პრინცი უილიამისგან გამამხნევებელი გზავნილები არ მიგვიღია. თუმცა გუნდში ისედაც საუცხოო განწყობაა. ჩვენი ძლიერი მხარე ერთიანობაა.
ორი წელია ერთად ვთამაშობთ. უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის წინ. შეთამაშება და ერთიანობა არ გვაკლია.
ჩემი მშობლიური კლუბის კაპიტნისგან, კევინ დე ბრუინისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, მოედანზე და მოედნის მიღმა. 21 წლის ვარ, ჯერ კიდევ ვსწავლობ.
ბარნლისა და ახალგაზრდულ გუნდში ერთიანობა და ვარჯიშის მიმართ მიდგომაა ერთნაირია. ბიჭები ერთმანეთის მოტივირებას არ ერიდებიან. ბარნლისა და ახალგაზრდულ ნაკრებს შორის ბევრი მსგავსებაა.
ჩვენ დიდებულ გუნდებს ვეთამაშეთ, თუმცა დიახ, ესპანეთი ალბათ, ყველაზე რთული მოწინააღმდეგე იქნება”.
ტეილორ ჰარვუდ ბელისი – ინგლისის U21-ის კაპიტანი
ინგლისი U21-ის ვარჯიში ქობულეთში ფინალის წინ
U21 ევროპის ჩემპიონატის ფინალი 8 ივლისს ბათუმში, ადგილობრივი დროით 20:00 საათიდან დაიწყება.