სტამბულის ბეშიქთაში და გაზპრომი სულ მალე სასპონსორო ხელშეკრულებას შეათანხმებენ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სანქცირებულია, როგორც ევროპული კომისიების, ისე ფიფასა და უეფასაგან, თურქეთი მაინც ტოვებს სივრცეს რუსული ინვესტიციისთვის.
იწერება, რომ შეთანხმებას ხელს არც თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი შეუშლის. ერდოღანი სტამბულის ფენერბაჰჩეს გულშემატკივარია. პრეზიდენტი ნახევრად პროფესიონალურ დონეზე ფეხბურთსაც თამაშობდა, თუ დავუჯერებთ მხოლოდ ერთხელ მიიღო წითელი ბარათი, მხოლოდ იმისა გამო, რომ მსაჯის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა.
სამართლიანი თამაშის წესები ჩემთვის უმნიშვნელოვანესიაო – თქვა ერდოღანმა, თუმცა, რამდენად შეიძლება, რომ რუსული კომპანიის თურქეთში შეშვება სამართლიანად ჩაითვალოს, ეს ცალკე საკითხია.
თურქული მხარე პრაგმატულად მოქედებს. ცდილობს ომში გამარჯვებული დარჩეს. გაზპრომი სხვა რუსულ კომპანიებთან ერთად სანქცირებულია, შესაბამისად, ძალიან დიდი თანხის გადასახდელად არის მზად, ყველა იმ ბაზრისათვის, სადაც კარს გაუღებენ.
საუბარია სამწლიან კონტრაქტზე და 62 მილიონ ევროზე. ამჟამად ბეშიქთაშის სპონსორი ბრიტანული ვოდაფონია, თუმცა, მათთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება.
ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, პოლიტიკური განხილვის საგანიც გახდეს.