ნიუ ორლეანსის პოლიციამ ნეიტ დიაზის დაკავების ორდერი გასცა. მიზეზი, ქუჩის ჩხუბში, ადამიანისთვის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებაა.
უქმეებზე კრივის ღონისძიებაზე დასწრების შემდეგ ნეიტ დიაზმა ქუჩის ჩხუბში მონაწილეობა მიიღო. დაპირისპირების კადრებიც ინტერნეტსივრცეს ვირუსულად მოედო.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აძინებს უგონოდ პროფესიონალი მებრძოლი მახრჩობელა ილეთით (გილიოტინით) მამაკაცს. შედეგად დაზარალებულმა თავი მიწას დაარტყა.
დიაზის მოწინააღმდეგე გარეგნულად ძალიან ჰგავს ცნობილ იუთუბერს, ლოგან პოლს. მისი სახელი როდნი პიტერსონია, რომელთანაც UFC-ის ყოფილ მებრძოლს კრივის ღონისძიებაზე დასწრების დროს შელაპარაკება მოუვიდა.
ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, ნეიტ დიაზს 8 წლიანი პატიმრობა, $2000-იანი ჯარიმა ანდა ორივე ერთად ემუქრება. განცხადებას პოლიციის დეპარტამენტი აქვეყნებს.
38 წლის მებრძოლმა UFC-სთან კონტრაქტი 2022 წლის სექტემბერში გაწყვიტა და 2023 წლის აგვისტოში, კრივის მატჩს ჯეიკ პოლის წინააღმდეგ ჩაატარებს.