ნიონში ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის წილისყრა შედგა. UEFA-ს შტაბბინაში საინტერესო, ამაღელვებელი წყვილები შედგა.
ჩემპიონთა ლიგას შემორჩენილი გუნდები ასე დაწყვილდნენ:
- მადრიდის რეალი vs ჩელსი
- ინტერი vs ბენფიკა
- მანჩესტერ სიტი vs მიუნხენის ბაიერნი
- მილანი vs ნაპოლი
1/2-ფინალში გუნდები ასე დაწყვილდებიან:
ნაპოლი/მილანი vs ინტერი/ბენფიკა
რეალი/ჩელსი vs სიტი/ბაიერნი
ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის ცალსახად გაუმართლა. სიტი, ბაიერნი და რეალი ერთ ბადეში მოხვდნენ. ეს კი კვარას გუნდის შანსებს საგრძნობლად ზრდის ფინალში გასასვლელად.
1/4-ფინალის პირველი და საპასუხო მატჩები 11/12 და 18/19 აპრილს გაიმართება.
მატჩების ხილვა Setanta Sports-სა და setantasports.com-ზე იქნება შესაძლებელი.