იტალიელმა გულშემატკივარმა 1000 მილი გაიარა თავისი საყვარელი გუნდის, სუდტიროლის თამაშის სანახავად.
სუდტიროლი სერია ა-ში გადასვლას ისახავს მიზნად, ამჟამად გუნდი მეოთხე ადგილზეა ჩემპიონატში. შარშან კი 49 წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად აღზევდა სერია ბ-ში.
სუდტიროლმა ბენევენტოსთან ითამაშა ბოლო ტურში, მხარდასაჭერად კი მხოლოდ ერთი ქომაგი გაჰყვა, დამიან გრუბერმა ორდღიანი შვებულება აიღო და ძალიან გრძელი მანძილი დაფარა იტალიის ჩრდილოეთიდან, სამხრეთამდე.
ღირდა ამ მანძილის გავლა. სუდტიროლმა 2:0 მოიგო და სულ უფრო მეტად მიუახლოვდა სანუკვარ მიზანს.
მიუხედავად მარცხისა, ბენევენტოს ქომაგებმა ბანერი აღმართეს წარწერით – “პატივისცემა მას, ვინც კილომეტრები დაფარა”.
მატჩის შემდეგ ფეხბურთელები დამიანს ტაშით შეხვდნენ და მადლობა გადაუხადეს. მასიელომ კი თავისი მაისურა გადასცა საჩუქრად.
“ორდღიანი შვებულება ავიღე, რომ თამაშს დავსწრებოდი, მანქანა დავიქირავე, რომ ბოლზანოდან ბერგამოში ჩავსულიყავი, ბერგამოდან თვითფრინავით წავედი ნეაპოლში, ნეაპოლიდან ისევ მანქანით ბენევენტოში”, – ყვება დამიანი.
“სუდტიროლს ყველგან დავყვები, მხოლოდ კალაბრიაში არ ჩავსულვარ, საკმარისი ფული არ მაქვს. ამჟამად გერმანული კომპანიისთვის ვმუშაობ და ისინი ყველაფერში ხელს მიწყობენ, ძალიან კარგი უფროსი მყავს”.
დამიანმა მატჩის სანახავად 1700 კილომეტრი, (1056 მილი) დაფარა.