NBA-ში მორიგი შეხევდერბი გაიმართა. All Star-ის სიაში მოხვედრილები ცდილობენ დაგვანახონ, რომ ეს დაიმსახურეს, ვერ მოხვედრილები კი ცდილობენ აჩვენონ, რომ შეცდომა დაუშვეს.
სან ანტონიომ ფილადელფიას უმასპინძლა და 125:137 დამარცხდა. პარკეტზე იყვნენ ყველა ვარსკვლავის მიღმა დატოვებული ჯეიმს ჰარდენი და All Star-ის სასტარტო ხუთეულს მიღმა დატოვებული ჯოელ ემბიდი.
ემბიდი, როგორც ყოველთვის ძალიან შედეგიანი იყო, ორმაგი დუბლი მიითვალა – 33 ქულა, 10 მოხსნა, 4 ასისტი და 2 ჩაჭრა. ასეთი იყო მისი მონაგარი.
ჯოელმა სამიდან ორი სამქულიანი ჩააგდო.
ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზე 16 ქულა, 4 მოხსნა და 8 ასისტია.
ბოსტონი დამარცხდა
ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო და ძალიან საშიში გუნდი ისევ დამარცხდა. დამარცხდა ფინიქსთან – 94:106.
ისევ არ იყო მარკუს სმარტი. ჯეისონ ტეიტუმმა და ჯეილენ ბრაუნმა კი ტრადიციულად კარგი შეხვედრა ჩაატარეს.
ტეიტუმის ანგარიშზე 20 ქულა, 6 მოხსნა და 5 ასისტია.
ჯეილენ ბრაუნმა 27 ქულა, 8 მოხსნა, 4 ასისტი და 3 ჩაჭრა მიითვალა.
ფინიქსის რიგებში უბერებელმა კრის პოლმა 15 ქულა, 6 მოხსნა, 8 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი დააგროვა.
სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:
- დეტროიტი – შარლოტი 118:112
- ინდიანა – საკრამენტო 107:104
- ვაშინგტონი – პორტლენდი 116:124
- ჰიუსტონი – ტორონტო 111:117
- მინესოტა – ორლანდო 120:127
- იუტა – ატლანტა 108:115