სარჩევი

ხუთი შეხვედრა გაიმართა NBA-ში. გოლდენ სტეიტმა ტორონტო დაამარცხა 129:117. უორიორზის ბალანსი ისევ დადებითია – 25/24 ზე.

გოლდენ სტეიტს ყველა წამყვანი მოთამაშე ჯანმრთელად ჰყავს, ეს კი მოგების გარანტიაა. არ უთამაშია ვიგინსს, თუმცა, ეს დიდი პრობლემა არ არის.

სტეფ კარიმ 39 წუთში 35 ქულა, 7 მოხსნა, 11 ასისტი და 2 ჩაჭრა დააგროვა. სტეფმა 8-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.

კლეი ტომპსონის ანგარიშზე 29 ქულა, 8 მოხსნა, ერთი ასისტი და ერთი ჩაჭრაა. კლეიმ 14-დან 6 სამქულიანი ჩააგდო.

ტრადიციულად გამოირჩა ტორონტოს რიგებში ფრედ ვანვლიტი, – 28 ქულა, 4 მოხსნა და 10 ასისტი.

უორიორზი დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს, ტორონტო აღმოსავლეთ კონფერენციის მე-12 ადგილზეა.

ედვარდსი vs ჯა

მინესოტამ მემფისი 111:100 დაამარცხა. ანონსი გამართლდა, თამაში ენტონი ედვარდსისა და ჯა მორანტის დუელით წარიმართა და ბევრი ლამაზი ეპიზოდიც ვიხილეთ.

ენტონი ედვარდსის ანგარიშზე 25 ქულა, 7 მოხსნა, 7 ასისტი და ერთი ბლოკია. ჩააგდო 5-დან 3 სამქულიანი. დასაწყისშივე ახტა და გადაატენა თავზე ჯექსონ ჯუნიორს.

ჯა მორანტის ანგარიშზე 27 ქულა, 10 მოხსნა და 11 ასისტია. ჯამ 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო და ერთი ლამაზი No Look პასიც გვაჩუქა. თუმცა, არც რუდი გობერის პასი იყო ნაკლები საპირისპირო ფართან.

მინესოტას ბალანსი 26/25 ზეა.

მემფისის 31/18. მემფისი დასავლეთ კონფერენციის მეორე ადგილზეა და მხოლოდ დენვერს ჩამორჩება.

ინდიანა vs მილუოკი

არ უთამაშია გოგა ბითაძეს. უკვე დიდი ხანია მის ტრეიდზე საუბრობენ. გოგამ ბევრი ისწავლა ინდიანაში, თუმცა, მაინც დაგაფიქრებს ადამიანს, იქნებ სჯობდა საერთოდ არ აღმოჩენილიყო ამ გუნდში.

ინდიანა 131:141 დამარცხდა მილუოკისთან.

გოგას პირდაპირმა კონკურენტმა, მაილს ტერნერმა 24 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. თუმცა, გოგას უთამაშებლობა უფრო მწვრთნელის დამსახურებაა და არა მაილსის კარგი თამაშის.

იანისი ხუთმატჩიანი უთამაშებლობის მერე დაბრუნდა და ბოლო სამი თამაშია საფეხურებად უმატებს, ჯერ 29 ქულა, მერე 33, ახლა კი 41 ქულა ჩააგდო.

7-დან 2 სამქულიანი გამოიყენა. ჰქონდა 12 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 პასი.

კრის მიდლტონმა ისევ 15 წუთი მიიღო. ამჯერად 17 ქულა, 4 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა. კრისი ნელ-ნელა მოუმატებს.

ისევ ძალიან კარგი იყო ჯრუ ჰოლიდეი, – 20 ქულა, 9 მოხსნა, 9 ასისტი და ერთი ჩაჭრა.

მილუოკი აღმოსავლეთ კონფერენციის მესამე პოზიციაზეა.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

  • მაიამი – ორლანდო 110:105
  • ოკლაჰომა – კლივლენდი 112:100