NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. TD გარდენზე ბრწყინვალე მატჩი ვიხილეთ, რომელსაც საპლეიოფო ელფერი დაჰკრავდა. კარგია, როცა ყველა ვარსკვლავი მწყობრშია.
ბოსტონმა გოლდენ სტეიტი ოვერ ტაიმში დაამარცხა, – 121:118. ბოლო წამებზე ჯორდან პულმა სცადა ის, რისი გაკეთებაც მხოლოდ სტეფ კარის შეუძლია.
გუნდები საუკეთესო შემადგენლობებით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, – ტეიტუმი, ბრაუნი, ჰორფორდი, უილიამსი, სმარტი, – ასეთი იყო ბოსტონის სასტარტო ხუთეული.
კარი, ტომპსონი, გრინი, პული, ვიგინსი, – ესეც უორიოზრის სასტარტო ხუთეული.
რთულია ამ მატჩში ვინმე განსაკუთრებულად გამოარჩიო, მაგრამ ალ ჰორფორდმა, დიდმა ალმა, წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. 20 ქულასა და 10 მოხსნას 3 ბლოკი მიამატა.
ამ ბლოკების ხილვა კი ერთ რამედ ღირდა, განსაკუთრებით, როცა ჯორდან პულს დააფარა. თავის მხრივ, პულსაც ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა.
რა თქმა უნდა, გამოირჩა ჯეისონ ტეიტუმი, – 34 ქულა, 19 მოხსნა და 6 ასისტი. როგორც წინა მიმოხილვებისას აღვნიშნეთ, ჯეისონი ახლოს არის კარიერის საუკეთესო სეზონთან.
კარგი იყო ახალდაბრუნებული ჯეილენ ბრაუნიც, რომლის სამქულიანმაც ბოსტონი ოვერტაიმში გადაიყვანა, – 16 ქულა, 9 მოხსნა, 3 ასისტი.
29 ქულით დაასრულა თამაში სტეფ კარიმ, პლუს 4 მოხსნა, 7 ასისტი და საკუთარი ნახევრიდან ჩაგდებული ბურთი, პირველი ნახევრის ბოლო წამებზე!
დრეიმონდ გრინის ანგარიშზე 11 ქულა, 13 მოხსნა, 9 ასისტი და ერთი ჩაჭრა იყო.
სხვა რა უნდა ითქვას? ველით ამ გუნდებს პლეიოფში.
სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:
დეტროიტი – ჩიკაგო 108:126
მინესოტა – ტორონტო 128:126
ფინიქსი – ბრუკლინი 117:112