ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ფილადელფიას უმასპინძლა და 112:113 დამარცხდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, ბოლო სროლა რასელ უესტბრუკმა დაიტოვა, თუმცა, ფარამდეც ვერ მიაღწია.
საუკეთესო იყო ლებრონ ჯეიმსი, 35 წუთში 35 ქულა, 8 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ჯეიმსს კარიერაში 38’000 ქულა დაუგროვდა და სულ რაღაც 363 ქულა აკლია აბდულ-ჯაბარის რეკორდის მოხსნამდე.
რასელ უესტბრუკის ანგარიშზე 20 ქულა, 14 მოხსნა და 11 პასია.
35 ქულა, 11 მოხსნა და 4 პასი მიითვალა ჯოელ ემბიდმა.
ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზე კი 24 ქულა, 7 მოხსნა და 13 შედეგიანი გადაცემაა.
ჩიკაგო vs გოლდენ სტეიტი
ბულსმა გოლდენ სტეიტი 132:118 დაამარცხა.
დემარ დეროზანის არყოფნაში ნიკოლა ვუჩევიჩმა 43 ქულა, 13 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ზაკ ლავინის ანგარიშზე 27 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასია.
უორიორზიდან ყველაზე მეტი, 26 ქულა დააგროვა კლეი ტომპსონმა, პლუს 4 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა.
20 ქულა ჰქონდა სტეფ კარის, 10 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა. 15 ქულა იმყოფინა ჯორდან პულმა.
ჩიკაგოს ბალანსი 20-24 ზეა.
უორიორზის 21-22 ზე.
დენვერი vs ორლანდო
დენვერმა 119:116 დაამარცხა ორლანდო.
ნიკოლა იოკიჩმა გეიმვინერი ჩააგდო და მეტოქეს დრო საერთოდ აღარ დაუტოვა. ნაბიჯი უკან და სამქულიანი! მატჩის გმირის ანგარიშზე 17 ქულა, 10 მოხსნა და 14 პასია.
კარგი თამაში ჰქონდა აარონ გორდონსაც, – 25 ქულა, 8 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემაა მის ანგარიშზე.
ორლანდოდან გამოვარჩევდი ბოლ ბოლს, რომელსაც არ დაუგროვებია ყველაზე მეტი ქულა, თუმცა, ყველაზე ლამაზად და ეფექტურად ითამაშა.
თუ ვინმეს ზრდის პოტენციალი აქვს ორლანდოდან, ეს სწორედ ბოლ ბოლია.
მის ანგარიშზე 17 ქულა, 6 მოხსნა და ერთი პასია.
სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:
კლიპერსი – ჰიუსტონი 121:100
ბრუკლინი – ოკლაჰომა 102:112
სან ანტონიო – საკრამენტო 119:132
პორტლენდი – დალასი 140:123