ლიონელ მესიმ საფინალო მატჩში რამდენიმე რეკორდი დაამყარა. მესი გახდა ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტი მატჩი აქვს მუნდიალზე ჩატარებული, კერძოდ 26. უკან მოტოვებულთა სია ასე გამოიყურება:
ლოთარ მათეუსი – 25 მატჩი;
მიროსლავ კლოზე – 24 მატჩი;
პაოლო მალდინი – 23 მატჩი;
კრიშტიანუ რონალდუ – 22 მატჩი;
ლიონელ მესი გახდა ფეხბურთელი, რომელმაც ერთ ჩემპიონატზე ყველა ეტაპზე შეძლო გოლის გატანა:
ჯგუფურ ეტაპზე – საუდის არაბეთთან და მექსიკასთან;
მერვედფინალში – ავსტრალიასთან;
მეოთხედფინალში – ნიდერლანდებთან;
ნახევარფინალში – ხორვატიასთან;
ფინალში – საფრანგეთთან;
ლიონელ მესი გახდა ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტი წუთი აქვს ნათამაშები მსოფლიო ჩემპიონატებზე. აქამდე რეკორდი პაოლო მალდინის ეკუთვნოდა, – 2,216.
ლიონელ მესი გახდა ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ორჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო. (2014, 2022).
ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონატებზე გოლს+პასის მაჩვენებლებით რეკორდსმენია:
მესი – 21 (13 გოლი, 8 პასი)
პელე – 20 (12 გოლი, 8 პასი)
კლოზე 19 (16 გოლი, 3 პასი)
რონალდო (15 გოლი, 4 პასი)
გერდ მიულერი (14 გოლი, 5 პასი)
ასევე, ლიონელ მესი 2022 წლის მუნდიალზე არგენტინის საუკეთესო ბომბარდირი გახდა მსოფლიო ჩემპიონატებზე. აქამდე ეს რეკორდი ბატისტუტას ეკუთვნოდა – 10 გოლი.