სარჩევი

მსოფლიო ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში გადადის, მუნდიალზე მეოთხედფინალები იწყება. დღეს ბრაზილიის ნაკრები ხორვატიას შეხვდება, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ტიტემ და ვინისიუს ჟუნიორმა ისაუბრეს. ტიტეს ძირითადად კრიტიკაზე უწევდა პასუხის გაცემა, ვინისიუსს კი მოულოდნელი სტუმარი ეწვია.

ბედნიერი ვარ, რომ ბრაზილიას წარმოვადგენ და ჩემს სათაყვანებელ ფეხბურთელთან ერთად მიწევს თამაში, (გულისხმობს ნეიმარს), ერთიანი სულისკვეთება დიდ როლს თამაშობს ჩვენი გუნდის წარმატებაში. ნეიმარი მაფრთხილებდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ყველა სხვა ტურნირისგან განსხვავდება, ახლა ამას ნათლად ვხედავ. ვიცი როგორი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის მსოფლიო ჩემპიონობა”, – თქვა ვინისიუსმა და საკონფერენციო დარბაზში კატა შეიჭრა. მცირე ხანს იჯდა კომფორტულად შემდეგ კი ცოტა არ იყოს უხეშად მოაცილეს.

ვინიმ კომენტარი გააკეთა თანაგუნდელ ლუკა მოდრიჩზე, – “წარმოუდგენელია, რომ 37 წლის ასაკში ამ დონეზე თამაშობს, ის, კრიშტიანუ, ტიაგუ სილვა, ასეთ ასაკში ამ დონეზე ყოფნა განსაკუთრებული მოვლენაა. მოხარული ვარ, რომ მოდრიჩის წინააღმდეგ მომიწევს თამაში, დაე საუკეთესომ გაიმარჯვოს”

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხორვატიამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ითამაშა, ჩვენ მხოლოდ მოდრიჩისთვის არ მოგვიწევს წინააღმდეგობის გაწევა, ხორვატია ძლიერი გუნდია და მაქსიმალური ყურადღებით უნდა ვითამაშოთ”.