სარჩევი
ლეგენდარულმა ფრენკი ედგარმა კარიერა დაასრულა | Setanta Sports

UFC 281-ზე მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა და უდავოდ UFC-ის დიდების დარბაზის მომავალმა წევრმა, ფრენკი “The Answer” ედგარმა დაგვტოვა.

41 წლის მებრძოლის უკანასკნელი მეტოქე “ელ გუაპო”, კრის გუტიერესი აღმოჩნდა, რომელმაც ედგარი საწყის ორ წუთში, მუხლით გათიშა და ბრძოლა ნაადრევად დაასრულა.

კარიერის მარცხით დასრულების შესახებ ყოფილმა ჩემპიონმა პირად პოდკასტში – “Champ and the Tramp”-ში ისაუბრა.

ნოკაუტი ყველამ ნახეთ. Ეს ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ ვერაფერს ვიზამ. გულშემატკივარი მთელი ბრძოლის განმავლობაში ჩემ სახელს სკანდირებდა – დაწყებამდე, ბრძოლისას, დასრულებისას. ამისათვის ძალიან ბევრი ვიშრომე, პირველივე დღიდან ყველაფერს ვდებდი, მაგრამ ვინ ვარ, რომ რაიმეზე ვიწუწუნო? მე კარიერაში ორივე მხარე ვნახე, ვიცი და ვცდილობ, რომ უბრალოდ მადლიერი ვიყო იმით, რასაც მივაღწიე, ბედნიერი ვიყო იმ გზით, რაც განვლე

– განაცხადა ედგარმა.

უკანასკნელ ბრძოლას ფრენკი ედგარის მეუღლე და შვილი ესწრებოდნენ. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ედგარის შვილი ისეთ ასაკში დაესწრო ბრძოლას, რომელიც დასამასხსოვრებელი იქნებოდა მისთვის, რაც მებრძოლისათვის უფრო მტკივნეული აღმოჩნდა.

არ მსურდა, რომ შვილსა და ოჯახს ასეთი ვენახე, რადგან მათაც ჩემთან ერთად მოუწევდათ ტკივილის გაზიარება.

ფრენკი ედგარმა 17 წლიანი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში შეძლო და დაამარცხა ისეთი მებრძოლები, როგორებიც არიან:

  • შონ შერკი
  • ჯიმ მილერი
  • ბიჯეი პენი (სამჯერ)
  • ჩარლზ ოლივეირა
  • კაბ სვანსონი (ორჯერ)
  • იურაია ფეიბერი
  • ჩად მენდესი
  • ჯერემი სტივენსი
  • იაირ როდრიგესი

მან შეძლო და გახდა UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი, სადაც ქამარი სამჯერ დაიცვა. ფრენკი ედგარი ასევე მფლობელია ყველაზე მეტი Fight of the Night ბონუსების UFC-ში – 8. აღნიშნულ პირველ ადგილს იყოფს ნეიტ დიაზთან, ედსონ ბარბოსასთან და დასტინ პორიესთან.