RKENA 2-ზე მედია აკრედიტაციების მიღება დაიწყო. 9 მარტის ჩათვლით, აკრედიტაციების განაცხადის შევსება, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს, მითითებულ ბმულზე შეეძლებათ.
აკრედიტაციის პროცესის მნიშვნელოვანი დეტალები:
- მედია ზონაში ადგილები მკაცრად შეზღუდულია.
- შესაბამისად, მედიის წარმომადგენლებს ვურჩევთ, განაცხადი მაქსიმალურად დროულად შეავსონ.
- მედია ზონაში მხოლოდ წინასწარ აკრედიტებული ჟურნალისტები დაიშვებიან.
- ვიდეო და ფოტო გადაღება დაშვებულია მხოლოდ სპეციალურად განსაზღვრულ ზონებში.
- სპორტსმენებთან ან ოფიციალურ პირებთან ინტერვიუების ჩაწერას კოორდინირებას გაუწევს RKENA-ს მედია გუნდი.
- ღონისძიების შემდგომ პრესკონფერენციაზე დასწრება მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა.
რკენა – ახალი სიტყვა ქართულ და რეგიონულ MMA-ში
RKENA შერეული საბრძოლო ხელოვნების ახალი ორგანიზაციაა, რომელიც 2025 წელს დაფუძნდა. მისი მთავარი მხარდამჭერი Setanta Sports-ია.
RKENA-ს მისია, საქართველოსა და მთელ რეგიონში, MMA-ის კიდევ უფრო პოპულარიზაციასთან ერთად მისი, როგორც კულტურის განვითარებაა.
მედია საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე, შეგიძლიათ მიმართოთ მედია გუნდს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
უყურე TOP სპორტს setantasports.com-ზე
გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.
NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
NEWS26 – თვის გამოწერა
YEAR26 – წლის გამოწერა
ფეხბურთი, კალათბურთი, MMA, ჩოგბურთი და ავტორბოლა – Setanta Sports-ის პლატფორმა სპორტის გამორჩეულ სახეობებს აერთიანებს.
პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, ლიგა 1, ბუნდესლიგა, სერია A, ჩემპიონთა ლიგა, ევროპა და კონფერენს ლიგები, თასები, საუდი პრო ლიგა, ფორმულა 1, UFC, NBA, ევროლიგა, უიმბლდონი და გამორჩეული მასტერსები – ამ და სხვა მსოფლიო სპორტის ტოპ ტურნირებს სწორედ setantasports.com-ზე შეგიძლიათ მიადევნოთ თვალ-ყური.