ილია თოფურია ჩემპიონია. ქართველმა მატადორმა UFC 317-ზე ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში დაანოკაუტა და ორი წონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.
საინტერესოა, რომ ბრძოლამდე თავად ილია პროგნოზირებდა პირველსავე რაუნდში, სახელოვანი მეტოქის დამარცხებას.
ილია გახდა ისტორიაში მე-10 მებრძოლი, რომელმაც ორი წონის ჩემპიონობა მოიპოვა. ქვე მსუბუქთან ერთად ილია ახლა უკვე მსუბუქი წონის ჩემპიონია.
თანაც თოფურია ერთადერთია, ვინც ეს დაუმარცხებლის რანგში შეძლო.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები JJ25 NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
JJ25 – ერთ თვეს + ერთი თვე.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
ასევე, შეგიძლიათ, პრომოკოდი JJ25 გამოიყენოთ. ეს პრომო განკუთვნილია ერთი თვის შეძენის მსურველებისთვის, რომლებიც მეორე თვის გამოწერას უფასოდ მიიღებენ. შეთავაზება ძალაშია ივნისის ბოლომდე.
თოფურია vs ოლივეირა – სრული ბრძოლა
ილია თოფურია ჩემპიონია და ის UFC-ში კვლავ დაუმარაცხებელია. ოლივეირასთვის კი ეს კარიერაში მე-11 წაგება იყო.
მართალია, ბრძოლა ხანგრძლივად არ გაგრძელდა, თუმცა მისი სტატისტიკა მაინც საინტერესოა
ამას გარდა, თოფურია vs ოლივეირა საღამოს საუკეთესო ბრძოლად დასახელდა ეს კი ილიასთვის დამატებით ბონუსს ნიშნავს.
Pound for Pound რეიტინგი ორიოდ დღეში განახლდება და გავიგებთ, ილია თოფურია მეორე ადგილზე გადაინაცვლებს, თუ პირველ პოზიციაზე, რომელსაც ამჟამად ისლამ მახაჩევი იკავებს.
ილია თოფურია | კატეგორია | ჩარლზ ოლივეირა |
---|---|---|
1 | KD | 0 |
24/32 | სულ დარტყმები | 10/18 |
21/29 | ზუსტი დარტყმები | 9/16 |
17/23 | თავში დარტყმები | 3/8 |
3/3 | ტანზე დარტყმები | 2/4 |
1/3 | ფეხზე დარტყმები | 4/4 |
1:01 | კონტროლი (დრო) | 0:21 |
0/0 | თეიქდაუნი | 0/2 |
0 | დამორჩილების მცდელობა | 0 |
UFC 317 – შედეგები
ამ ცხრილებში შეგიძლიათ ნახოთ UFC 317-ის ყველა ბრძოლის შედეგი.
მთავარი ბარათი
წონა (Weight) | გამარჯვებული | დამარცხებული | მეთოდი | რაუნდი | დრო | სკორი / დეტალები |
---|---|---|---|---|---|---|
Lightweight Title | ილია თოფურია 🇬🇪 | ჩარლზ ოლივეირა 🇧🇷 | KO (დარტყმა) | 1 | 2:27 | ტოტ. დარტყმები: 24/32 vs 10/18 |
Flyweight Title | ალექსანდრ პანტოჟა 🇧🇷 | კაი კარა-ფრანსი 🇳🇿 | სუბლიმაცია (უკნიდან დახრჩობა) | 3 | 1:55 | |
Flyweight | ბრენდონ როივალი 🇺🇸 | ჯოშუა ვანი 🇲🇲 | ერთსულოვანი გადაწყვეტილება | 3 | 5:00 | 28–29, 28–29, 27–30 |
Lightweight | ბენილ დარიუში 🇺🇸 | რენატო მოიკანო 🇧🇷 | ერთსულოვანი გადაწყვეტილება | 3 | 5:00 | 29–28 x3 |
Bantamweight | პეიტონ ტალბოტი 🇺🇸 | ფელიპე ლიმა 🇧🇷 | ერთსულოვანი გადაწყვეტილება | 3 | 5:00 | 29–28 x3 |
წინასწარი ბარათი
წონა (Weight) | გამარჯვებული | დამარცხებული | მეთოდი | რაუნდი | დრო |
---|---|---|---|---|---|
Middleweight | გრეგორი როდრიგესი 🇧🇷 | ჯეკ ჰერმანსონი 🇳🇴 | KO (დარტყმა) | 1 | 4:21 |
Featherweight | ჰაიდერ ამილი 🇵🇭 | ხოსე მიგელ დელგადო 🇺🇸 | KO (მუხლი) | 1 | 0:26 |
Women’s Flyweight | ტრეისი კორტესი 🇺🇸 | ვივიანე არაუჟო 🇧🇷 | ერთსულოვანი გადაწყვეტილება | 3 | 5:00 |
Lightweight | ტერენს მაკკინი 🇺🇸 | ვიაჩესლავ ბორშჩევი 🇷🇺 | სუბლიმაცია (გილიოტინა) | 1 | 0:55 |
ადრეული წინასწარი ბარათი
წონა (Weight) | გამარჯვებული | დამარცხებული | მეთოდი | რაუნდი | დრო |
---|---|---|---|---|---|
Welterweight | ნიკო პრაისი 🇺🇸 | ჯაკობი სმიტი 🇺🇸 | სუბლიმაცია (უკნიდან დახრჩობა) | 2 | 4:03 |
Heavyweight | ჟონატა დინიზი 🇧🇷 | ალვინ ჰაინსი 🇧🇷 | ერთსულოვანი გადაწყვეტილება | 3 | 5:00 |