სარჩევი
უიმბლდონი 2025 პრევიუ - უყურე setantasports.com-ზე | Setanta Sports

უიმბლდონი 2025 – 30 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით, ლონდონის გარეუბანში მდებარე ოლ ინგლენდ ქლაბში უიმბლდონის 2025 წლის ტურნირი ჩატარდება – ჩოგბურთის ყველაზე ძველი და პრესტიჟული შეჯიბრება, რომელიც მოლოდინს ყოველ ზაფხულს აჭარბებს.

დიდი სლემის სეზონის მესამე ეტაპი, ბალახის საფარზე ერთადერთი ტურნირი, ტრადიციისა და ელიტური სპორტის შერწყმით ათასობით გულშემატკივარს იზიდავს. უიმბლდონი ადგილს მხოლოდ ისტორიულ გამარჯვებებს უთმობს – ტიტულები იქ მხოლოდ ღირსეულებს ენიჭებათ.

უიმბლდონი 2025 – პირდაპირი რეპორტაჟი

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები JJ25 NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

JJ25 – ერთ თვეს + ერთი თვე უფასოდ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

ასევე, შეგიძლიათ, პრომოკოდი JJ25 გამოიყენოთ. ეს პრომო განკუთვნილია ერთი თვის შეძენის მსურველებისთვის, რომლებიც მეორე თვის გამოწერას უფასოდ მიიღებენ. შეთავაზება ძალაშია ივნისის ბოლომდე.

კარლოს ალკარასი – შეძლებს ვინმე ბალახის მეფის შეჩერებას?

22 წლის კარლოს ალკარასი, ტურნირზე ორგზის მოქმედი ჩემპიონი დაბრუნდა და 18-მატჩიანი გამარჯვებათა სერიით ბალახზე ფორმაშიც შევიდა. Queen’s Club-ის ტიტულის დაცვამდე, მას წაგება თითქმის არ ჰქონია.

თუ ალკარასი წელსაც გაიმარჯვებს, ესპანეთის ისტორიაში უიმბლდონის ყველაზე ტიტულოვან მოთამაშედ იქცევა და მსოფლიოს ნომერ პირველის წოდებაც შესაძლოა დაიბრუნოს – პირველად 2023 წლის შემდეგ

იანიკ სინერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი – მთავარი მოწინააღმდეგეები

იანიკ სინერი, მოქმედი მსოფლიოს ნომერი 1. მან სეზონი ავსტრალიის ღია პირველობის ტიტულით გახსნა და როლან გაროსის ფინალში ალკარასთან ეპიკური მარცხით განაგრძო. თუმცა უიმბლდონის ფინალში ჯერ კიდევ არასდროს გასულა – ბოლოს იანიკმა მხოლოდ ნახევარფინალში გასვლა შეძლო.

ნოვაკ ჯოკოვიჩი – 38 წლის სერბი, ისტორიის კიდევ ერთხელ დასაწერად ემზადება. ჟენევაში მე-100 ტიტული მოიპოვა და ახლა უიმბლდონზე მერვე ტიტულის მოსახვეჭად ემზადება, რომ როჯერ ფედერერს გაუთანაბრდეს. გამარჯვების შემთხვევაში ნოლე 25-ე გრანდ სლემის ტიტულს მოიპოვებს და ყველა დროის რეკორდს დაამყარებს.

ჯეკ დრეპერი – შეძლებს თუ არა ბრიტანელი ისტორიის დაწერას?

ჯეკ დრეპერი, 2025 წლის Indian Wells-ის გამარჯვებული, კარიერის საუკეთესო ფორმაში მყოფი ჩოგბურთელი რეიტინგის მეოთხე პოზიციას იკავებს. Indian Wells-ის ტიტულს მადრიდში კიდევ ერთი ფინალი მოაყოლა, რის შემდეგაც ბრიტანელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

დრეპერის მარცხენა ხელით მოწოდება, ძალისმიერი თამაში და შინაური მხარდაჭერა საშუალებას აძლევს, რომ უიმბლდონზე ტიტულისთვის რეალურად იბრძოლოს – და პირველი ბრიტანელი ჩემპიონი გახდეს ენდი მარის შემდეგ (2016).

რაც შეეხება ქართულ პრიზმას, სამწუხაროდ საბა ფურცელაძე უიმბლდონის ბრიტანულ ბალახს დაემშვიდობა, თუმცა კვალიფიკაციის ბოლო წრეშია ნიკოლოზ ბასილაშვილი.

ქალთა ბადე – ღიაა და მრავალფეროვანი

ბოლო 10 გრანდ სლემიდან მხოლოდ ორჯერ არ გაუმარჯვიათ შვიონტეკს, საბალენკას ან გოფს – ორივეჯერ ეს სწორედ უიმბლდონზე მოხდა: 2023 წელს ვონდროუშოვამ და 2024 წელს კრეიჩიკოვამ იპირველეს ტურნირზე.

ელენა რიბაკინა, 2022 წლის ჩემპიონი, კვლავ სტაბილურად გამოდის ბალახზე – შარშან ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ კრეიჩიკოვასთან დამარცხდა. ვონდროუშოვამ კი ბერლინში ტიტული მოიპოვა, სადაც საბალენკა ნახევარფინალში დაჯაბნა.

მირა ანდრეევა, 2025 წლის Indian Wells-ის ჩემპიონი, საოცარ სეზონს ატარებს. 2023 წელს უიმბლდონზე დებიუტზე მეოთხე წრემდე მივიდა და ახლა მიზნად უფრო შორეულ ეტაპებზე გასვლა აქვს დასახული.

ბრიტანელების იმედი – რადუკანუ და ბოულტერი

ემა რადუკანუ, რომელიც ახლა ბრიტანეთის №1 მოთამაშეა, იქ ბრუნდება, სადაც მისი დიდი ისტორია 2021 წელს დაიწყო. მიმდინარე სეზონს ემა სტაბილურად ატარებს – დასტური კი მაიამისა და ნოტინგემში შთამბეჭდავი გამოსვლებია.

ქეითი ბოულტერი, ნოტინგემის ორგზის გამარჯვებული, ბალახზე საკუთარ ძლიერ მხარეს იყენებს და უიმბლდონის მესამე წრის გადალახვას პირველად ეცდება.

გოფი, კიზი და საბალენკა – ფავორიტები ბრუნდებიან

21 წლის კოკო გოფი უკვე ორ გრანდ სლემს ფლობს – მაგრამ უიმბლდონის ნახევარფინალში ჯერ არ გასულა. მისი საუკეთესო შედეგი მეოთხე წრეა.

მედისონ კიზი, ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული, ბალახზე ფინალში არასდროს დამარცხებულა.

არინა საბალენკა, მსოფლიო №1, ამ სეზონში ფინალში უკვე ორჯერ დამარცხდა. ახლა კი მისი პირველი უიმბლდონის ფინალი თვალსაჩინო მიზნად რჩება.

უიმბლდონი 2025 – სრული განრიგი

  • 30 ივნისი – 1 ივლისი – პირველი წრე
  • 2–3 ივლისი – მეორე წრე
  • 4–5 ივლისი – მესამე წრე
  • 6–7 ივლისი – მერვედფინალები
  • 8–9 ივლისი – მეოთხედფინალები
  • 10 ივლისი – ქალთა ნახევარფინალები
  • 11 ივლისი – კაცთა ნახევარფინალები
  • 12 ივლისი – ქალთა ფინალი
  • 13 ივლისი – კაცთა ფინალი

საპრიზო თანხები და ქულები

ინდივიდუალური

  • გამარჯვებული: £3,000,000 / 2000 ქულა
  • ფინალისტი: £1,520,000 / 1300 ქულა
  • ნახევარფინალი: £775,000 / 800 ქულა
  • მეოთხედფინალი: £400,000 / 400 ქულა
  • მერვედფინალი: £240,000 / 200 ქულა
  • მესამე წრე: £152,000 / 100 ქულა
  • მეორე წრე: £99,000 / 50 ქულა
  • პირველი წრე: £66,000 / 10 ქულა

წყვილები

  • გამარჯვებული: £680,000 / 2000 ქულა
  • ფინალისტი: £345,000 / 1200 ქულა
  • ნახევარფინალი: £174,000 / 720 ქულა
  • მეოთხედფინალი: £87,500 / 360 ქულა
  • მერვედფინალი: £43,750 / 180 ქულა
  • მესამე წრე: £26,000 / 90 ქულა
  • მეორე წრე: £16,500 / 0 ქულა

როგორ ვუყუროთ უიმბლდონი 2025 პირდაპირ ეთერში

უიმბლდონი 2025 პირდაპირ ეთერში setantasports.com-ზე შეგეძლებათ რომ ნახოთ. ჩვენი OOT პლატფორმის მაყურებელი როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა ტურნირს პირდაპირ ეთერში იხილავს.

გამოიყენეთ სპეციალური პრომო კოდები:

  • NEWS25 – 30% ერთთვიან პაკეტზე

  • YEAR25 – 30% წლიურ პაკეტზე

  • JJ25 – ერთი თვე + ერთი თვე უფასოდ (მოქმედებს 30 ივნისის ჩათვლით)

უიმბლდონი 2025 გვპირდება სეზონის ყველაზე ემოციურ, ისტორიულ და დაძაბულ სლემს. ალკარასის ბატონობა, სინერის შურისძიება, დრეპერის გმირობა, გოფის მომავალი, ან რაიმე სხვა, ახალი ამბავი – ყველა ისტორიას თავისი პოტენციალი და შესაძლებლობა აქვს.

მოინიშნე კალენდარში, ჩართე პირდაპირი ეთერი და დაელოდე ბალახზე დაწერილ დიდ ისტორიას – მხოლოდ უიმბლდონზე.