მერაბ დვალიშვილი თბილისშია. UFC-ის ქართველი ჩემპიონი Setanta Sports-ს ესტუმრება და ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მანამდე კი მერაბის კომენტარს გთავაზობთ, საქართველოს ბიუჯეტიდან მიღებული 1 მილიონი ლარის შესახებ.
“სახელმწიფოსგან მიღებულ 1 მილიონ ლარს, სრულიად მოვახმარ ქველმოქმედებას, საქართველოში MMA-სა და სპორტის განვითარებას”
მერაბ დვალიშვილი
მერაბ დვალიშვილი საქართველოშია
მერაბი საქართველოშია. დვალიშვილის ჩამოსვლაზე Setanta Sports-ის ჩანახატი შეგიძლიათ ფეისბუქ ვიდეოში ნახოთ.
მერაბ დვალიშვილი vs შონ ომალი – რემატჩი
შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა შონ ომალის დამარცხების შემდეგ UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.
ბრძოლის წაგების შემდეგ შონ ომალი გადაწყვეტილებას არ იზიარებდა და ამბობდა, რომ ბრძოლა თავად მოიგო.
განცხადების აბსურდულობის მიუხედავად, მერაბის პასუხმაც არ დაახანა. დვალიშვლმა ომალის რემატჩი ნოემბერშივე შესთავაზა.