სარჩევი
იუვენტუსი vs ნაპოლი - უყურე დღის ცენტრალურ მატჩს | Setanta Sports

იუვენტუსი vs ნაპოლი – დღის ცენტრალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ტურინში ითამაშებს. კვარას იუვეს წინააღმდეგ 4 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.

სერია A-ში გამორჩეული ტურია. რაუნდს ორი ცენტრალური მატჩი აქვს: იუვენტუსი vs ნაპოლი და ინტერი vs მილანი. დერბი დელა მადონინა კვირას იქნება, ხოლო შაბათის მთავარ ყურადღებას იუვე vs ნაპოლი წაიღებს.

კვარა სერია A-ში 51-ე ქართული გოლის გატანას შეეცდება.

სად ვუყურო იუვენტუსი vs ნაპოლი მატჩს

იუვენტუსი vs ნაპოლი მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა setantasports.com-სა და Setanta Sports 1-ზე იქნება შესაძლებელი. მატჩი 20:00 საათიდან დაიწყება.

ქართულ ენოვან რეპორტაჟს კომენტარს გიორგი ფულარიანი და ნიკა ტაბატაძე გაუკეთებენ.

Setanta Sports-ის პრომო კოდი და ფასდაკლება

პრომოკოდის NEWS24 გამოყენების შემთხვევაში setantasports.com-ის თვიურ გამოწერაზე 30 %-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.

წლიური გამოწერის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ პრომო კოდი YEAR30. ფასდაკლება ამ შემთხვევაშიც 30 % იქნება.

ფასდაკლება ვრცელდება როგორც ახალ ასევე უკვე რეგისტრირებულ მომხმარებლებზე.

პროცესის დაწყება მითითებულ ბანერზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ.

იუვე – ნაპოლი

მატჩს წყვილი ლიდერთა შორის ხვდება. გამარჯვებული, როგორც მინიმუმ დროებით, ჩემპიონატის ლიდერი გახდება.

ნაპოლი 9 ქულით მე-3 ადგილზეა, ხოლო იუვე 8 ქულით – მე-6.

იუვე რომასა და საბა გოგლიჩიძის ემპოლისთან ნათამაშები 2 ფრის შემდეგ კვლავ გამარჯვების გზაზე მიბრუნებას ეცდება.

იუვენტუსი ერთადერთი გუნდია, რომელსაც TOP 5 ჩემპიონატში გოლი ჯერ კიდევ არ გაუშვია. ერთადერთი გოლი, რომელიც ამ სეზონში ტიაგო მოტას გუნდის კარში აღმოჩნდა ჩემპიონთა ლიგაზე პსვ ეინდჰოვენმა გაიფორმა.

კვარას ნაპოლის წინააღმდეგ ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა თუ ბებერმა ქალბატონმა გოლი დღესაც არ გაუშვა 2014-15 წლების სეზონის რეკორდს გაიმეორებს და პირველ 5 ტურს გოლგაუშვებლად ითამაშებს.

საინტერესოა, რომ კვარას გუნდს ლიგაში დარტყმის ყველაზე მეტი მცდელობა, 72 აქვს, ხოლო იუვენტუსმა მეტოქეებს ყველაზე ნაკლები, 25 დარტყმის საშუალება მისცა. შესაბამისად, ცენტრში დღეს დიდი დატვირთვაა მოსალოდნელი.

საინტერესოა ურთიერთშეხვედრების მიმართებაც. თუკი ნაპოლიმ მეტოქეს ბოლო 9 მატჩიდან 6 მოუგო, გასვლაზე პართენოპეის დიდად საამაყოდ საქმე მაინც არ აქვს. ბოლო 13 საშინაო მატჩიდან იუვემ ნაპოლის 10 მოუგო.

მინი ინტრიგაა ვლაჰოვიჩი vs ლუკაკუც. დუშანს საშუალოდ მატჩში 0.75 გოლი კი გააქვს, თუმცა სექტემბერი მისთვის ყველაზე ნაკლებად ნაყოფიერია ხოლმე.

აი ლუკაკუს კი სერია A-ში ყველაზე მეტი, 5 მატჩი იუვეს წინააღმდეგ აქვს წაგებული.

მოკლედ, არ გამოტოვოთ იუვენტუსი vs ნაპოლი, setantasports.com-ზე 20:00 საათიდან.