სარჩევი
ერთ მუშტად - მერაბ დვალიშვილი vs შონ ომალი | Setanta Sports

მერაბ დვალიშვილი vs შონ ომალი – 15 სექტემბრის UFC 306 ქართული საბრძოლო ხელოვნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება! “ქართველი მანქანა” – მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრისთვის იბრძვის და მისი გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანას მეორე ჩემპიონი ეყოლება!

სად ვუყურო დვალიშვილი vs ომალი ბრძოლას

UFC 306-ის მთავარი და მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლა ნევადაში, ლას ვეგასში, Sphere-ში გაიმართება. ივენთი 15 სექტმებერს, საქართველოს დროით, 03:30-დან დაიწყება. მთავარი ბრძოლები 06:00 საათიდან, ხოლო დვალიშვილი vs ომალი, ბრძოლას 07:00 საათიდან უნდა ველოდოთ.

UFC 306 – პრომო კოდი NEWS24

დვალიშვილი vs ომალი ბრძოლისა და მთლიანად UFC 306-ის პირდაპირ ეთერში ნახვა setantasports.com-ზე შეგეძლებათ. პრომო კოდის NEWS24 გამოყენების შემთხვევაში თვიურ გამოწერაზე 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

მერაბ დვალიშვილი – Setanta Sports-ის ამბასადორი

მისი სატიტულო ბრძოლა გამორჩეულად მნიშვნელოვანია Setanta Sports-ისთვისაც!  პირველ რიგში სწორედ იმიტომ, რომ ბრენდი ზოგადად ქართული სპორტის გულმხურვალე გულშემატკივრია და მის ერთ-ერთ მთავარ მიზანს, ქართული ინდუსტრიის განვითარება წარმოადგენს.

მეორე და უმნიშვნელოვანესი კი ის ფაქტია, რომ მერაბ დვალიშვილი Setanta Sports-ის ბრენდ ამბასადორია. ჩვენ როგორც ბრენდმა, მერაბმა კი როგორც UFC-ის მებრძოლმა, განვითარების გრძელი, დაბრკოლებებით სავსე გზა ერთად გავიარეთ.

ქართული MMA Community-ის ჩამოყალიბებაში Setanta Sport-ის გუნდმა, გადაცემებმა, სოციალური ქსელის გვერდებმა – Fight Night Georgia-მ, დიდი წვლილი შეიტანა. მრავალწლიანმა გამოცდილებამ, შრომამ, დასახული მიზნებისკენ სწრაფვამ, ნათლად დაგვანახა, რომ ერთ მუშტად შეკვრით ყველაფერი შესაძლებელია!

მერაბ დვალიშვილი vs შონ ომალი – ერთ მუშტად

„ჩემი ცხოვრება ბრძოლაა ოცნებებისთვის!“ ამბობს ქართველი „მანქანა“ – მერაბ დვალიშვილი! გულშემატკივრებს, სოციალურ ქსელში, ერთხელ მაინც შეხვდებოდათ მისი ჰაერში აღმართული ხელი და გამარჯვებისკენ მომართული მუშტის ფოტო, რომელიც მერაბის ხასიათს იდეალურად გამოხატავს.

სწორედ აღნიშნულის ინსპირაციით, მერაბამდე გულშემატკივრების ერთიანობის სათანადოდ  მისატანად, შევქმენით კამპანია „ერთ მუშტად”, რომელიც მისთვის დამახასიათებელ მნიშვნელოვან დეტალებს აერთიანებს!

საბრძოლო მუხტის სათანადოდ გამოსახატად, Setanta Sports-მა, Heima Production-თან ერთად, რევაზ ლაღიძის „ლაშქრული“ გადააკეთა და მას მერაბისეული, თანამედროვე, ხასიათი შესძინა.

ერთ მუშტად, შონ ომალის „გასადისად“ შეიკრნენ ქართული ჰიპ-ჰოპის არტისტები! მერაბს მხარში უდგას ყველა, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების და სახელოვანი ოლიმპიელების ჩათვლით!

მერაბ დვალიშვილი vs შონ ომალი – ჩვენება ფილარმონიასთან

მათთვის ვინც ლას-ვეგასში წასვლას ვერ შეძლებს, მაგრამ არც მერაბის ბრძოლის სახლიდან ყურება უნდა, Setanta Sports-ი ფილარმონიის გარე ეკრანზე დაპირისპირების პირდაპირ ჩვენებას უმასპინძლებს.

ჩვენი ერთ-ერთი მიზანი სპორტის ყურების განსხვავებული გამოცდილების შექმნაა. მერაბ დვალიშვილის ბრძოლის საჯარო ჩვენების მოწყობა კი, სწორედ გულშემატკივრებისთვის „ერთ მუშტად“ გაერთიანებას, საყვარელი მებრძოლის შორიდან, თუმცა მხურვალედ, თანამოაზრეებთან ერთად, გამხნევებას ემსახურება!

მერაბ დვალიშვილი vs შონ ომალი | Setanta Sports

მერაბ დვაილიშვილის საჩემპიონო ბრძოლა – Ad Black Sea-ზე

ქართველი მანქანის გამხნევებას საერთაშორისო ხასიათი ექნება Ad Black Sea-ის ფესტივალზე,  სადაც Setanta Sports-ი, ბრძოლის პირდაპირ ჩვენებასა და სპეციალურ ღონისძიებას უმასპინძლებს.

მერაბის გულშემატკივრობისა და ჩვენ მიერ შექმნილ კამპანიებზე სასაუბროდ საუკეთესო ადგილი იყო ფესტივალი, რომელიც დაარსების დღიდან რეგიონული კრეატიული სცენის ერთ-ერთი მთავარი ადგილია.

Ad Black Sea სწორედ ის ფესტივალია, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ევროპასთან დაკავშირებას განსხვავებული და კრეატიული პროექტებით ცდილობს. ფესტივალი, როგორც ინდივიდუალურ მონაწილეებს ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებს, ლოკალურ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე თავიანთი შემოქმედების წარმოჩენის საშუალებას აძლევს. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას 1500 ადამიანი მიიღებს, შესაბამისად Setanta Sports-ის ღონისძიებაც აქტიური და დატვირთული იქნება.

თვალი ადევნეთ Setanta Sports-ის გვერდებს ხოლო 15 სექტემბერს, ფილარმონიის წინ, „ერთ მუშტად“ შევიკრათ ახალი ჩემპიონის მოლოდინში!