წლევანდელი All Star-ი 19 თებერვალს თბილისის დროით დილის ხუთ საათზე შედგება, ინდიანაპოლისში. შეხვედრას შეგიძლიათ Setantasports.com-ზე მიადევნოთ თვალყური.
მანამდე კი შეგვიძლია მონაწილეებს გადავხედოთ, გუშინ რეზერვებიც დაასახელეს და სრული სია შეგვიძლია განვიხილოთ.
აღმოსავლეთ კონფერენციის სასტარტო ხუთეული
იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკ ბაქსი) – ეს იანისისთვის ზედიზედ მერვე All Star-ი იქნება.
ჯოელ ემბიდი (ფილადელფია სიქსერსი) – ზედიზედ მეშვიდე All Star-ი.
ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონ სელტიკსი) – ზედიზედ მეხუთე All Star-ი.
ტაირის ჰალიბარტონი (ინდიანა პეისერსი) – ზედიზედ მეორე All Star-ი.
დემიენ ლილარდი (მილუოკ ბაქსი) – მერვე All Star-ი.
კითხვებია ჰალიბარტონთან დაკავშირებით, ტაირისს კუნთის ტრავმა აწუხებს და შესაძლოა ვერ მიიღოს ყველა ვარსკვლავის მატჩში მოანწილეობა.
ტრავმირებულია ჯოელ ემბიდიც, თუმცა, მასთან მიმართებით კითხვები არ არის, ჯოელი გამოჯანმრთელებას მოასწრებს.
მილუოკი ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელსაც კონფერენციის სასტარტო ხუთეულში ორი წარმომადგენელი ჰყავს.
სასტარტო ხუთეულთან ძალიან ახლოს იყო ჯეილენ ბრანსონი, მაგრამ ლილარდმა მცირედით მეტი ხმა აიღო, ხმებს კი ჟურნალისტები, მოთამაშეები და გულშემატკივრები აძლევენ.
რეზერვი
ჯეილენ ბრაუნი (ბოსტონ სელტიკსი) – მესამე All Star-ი.
დონოვან მიჩელი (კლივლენდ კავალიერსი) – მეხუთე All Star-ი.
ჯეილენ ბრანსონი (ნიუ-იორკ ნიქსი) – პირველი All Star-ი.
ბემ ადებაიო (მაიამი ჰიტი) – მესამე All Star-ი.
ჯულიუს რენდელი (ნიუ-იორკ ნიქსი) – მესამე All Star-ი.
ტაირის მაქსი (ფილადელფია სიქსერსი) – პირველი All Star-ი.
პაოლო ბანჩერო (ორლანდო მეჯიქი) – პირველი All Star-ი.
დასავლეთ კონფერენციის სასტარტო ხუთეული
ლებრონ ჯეიმსი (ლოს ანჯელეს ლეიკერსი) – ზედიზედ მეოცე All Star-ი.
კევინ დურანტი (ფინიქს სანსი) – მეთოთხმეტე All Star-ი.
ნიკოლა იოკიჩი (დენვერ ნაგეთსი) – ზედიზედ მეექვსე All Star-ი.
ლუკა დონჩიჩი (დალას მავერიქსი) – ზედიზედ მეხუთე All Star-ი.
შეი გილჯეს-ალექსანდერი (ოკლაჰომა სიტი) – მეორე All Star-ი.
რეზერვი
კავაი ლეონარდი (ლოს ანჯელეს კლიპერსი) – მეექვსე All Star-ი.
ენტონი დევისი (ლოს ანჯელეს ლეიკერსი) – მეცხრე All Star-ი.
დევინ ბუკერი (ფინიქს სანსი) – მეოთხე All Star-ი.
ენტონი ედვარდსი (მინესოტა ტიმბერვულვზი) – მეორე All Star-ი.
სტეფ კარი (გოლდენ სტეიტ უორიორზი) – მეათე All Star-ი.
პოლ ჯორჯი (ლოს ანჯელეს კლიპერსი) – მეცხრე All Star-ი.
კარლ-ენტონი თაუნსი (მინესოტა ტიმბერვულვზი) – მეოთხე All Star-ი.
სიაში ვერ მოხვდნენ საკრამენტოელები – დე’არონ ფოქსი და დომანტის საბონისი. ასევე ვერ მოხვდნენ პელიკანსელები – ბრენდონ ინგრამი და ზაიონ უილიამსონი.