სარჩევი

კარგი თამაშები ვიხილეთ, დასკვნების გამოტანას რომ გაგიადვილებს და ბევრ რამეზეც რომ დაგაფიქრებს ისეთი. სულ რაღაც ხუთი თამაში ჩატარდა და მოდი, სამს შედარებით ვრცლად გავყვეთ.

მანამდე კი ორი სიტყვა ცხრილზეც ვთქვათ, თითქოს ყველაფერი ლოგიკურად მიდის, დასავლეთში ისევ ბოლო მატჩების დრამა გვექნება, ეს ფაქტია, აღმოსავლეთში კი არავინ ელოდა ორლანდოს ასეთ თამაშს, რაც ჩვენც გვახარებს, რა თქმა უნდა.

ჰოდა, დრამას მივუბრუნდეთ, სამივე მატჩი, რომელსაც შევეხებით დასავლეთში ჩატარდა.

კლიპერსი vs დენვერი

მატჩის წინ რომ ეკითხათ ვიტყოდი რომ ფავორიტი კლიპერსია-მეთქი, თავისი ბებერი ვარსკვლავებით, თუმცა, ჩემი აზრით მათ ფავორიტობას არა იმდენად ეს ვარსკვლავები, არამედ ის განაპირობებდა რომ დენვერს ნიკოლა იოკიჩი აკლდა. იოკიჩი კიდე ნახევარი გუნდია. ნახევარზე მეტიც. ხანდახან მთელი გუნდია, და გუნდზე მეტიც.

მაგრამ დენვერმა მოიგო, მეტწილად მოიგო საჩემპიონო მენტალობის ხარჯზე. ეს გუნდი უკვე ჩემპიონია, მათ მოთამაშეებს კი გამარჯვებულის მენტალიტეტი გამოუმუშადათ, თან ეგრეც არ არის, რეჯი ჯექსონი და დეანდრე ჯორდანი იყვნენ პარკეტზე, ჰოდა მოიგეს – 113:104.

კლიპერსი მეოთხე მეოთხედში 11 ქულიანი უპირატესობით შევიდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მოახერხეს და დამარცხდნენ. არა მგონია ეს დაღლილობის ბრალი იყოს, იმ ინტენსივობის რომელიც ბოლო მეოთხედში კულმინაციას აღწევს, მაგრამ კლიპერსს ხშირად წამოაძახებენ ხოლმე ამას, მათ ვარსკვლავებში ასაკობრივი ბალანსი არ არის.

ბებრებით დავიწყოთ:

  • პოლ ჯორჯის (33) ანგარიშზე 37 წუთში 6 ქულა, 8 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 4-დან ვერცერთი სამქულიანი ვერ ჩააგდო.
  • ჯეიმს ჰარდენმა (34) 36 წ წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ჩაჭრა მიითვალა. 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.
  • კლიპერსიდან საუკეთესო იყო კავაი ლეონარდი (32), კავაიმ პარკეტზე 39 წუთი გაატარა, 31 ქულა, 8 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკი მიითვალა. 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
  • ორმაგი დუბლი შეასრულა რასელ ვესტბრუკმა (35), რასმა 27 წუთში 14 ქულა, 11 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ბლოკი დააგროვა.
  • ვეტერანების მერე მოდი ერთი ახალგაზრდა და მნიშვნელოვანი კაციც ვახსენოთ, მით უმეტეს, რომ ზუბაჩმა (26) ორმაგი დუბლი შეასრულა – 32 წუთში 23 ქულა, 14 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ბლოკი.
  • კლიპერსის შემადგენლობაში ორმაგი დუბლი შეასრულეს დეანდრე ჯორდანმა (35) და რეჯი ჯექსონმა:
  • ანდრეს ანგარიშზე 21 ქულა, 13 მოხსნა, 5 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკია.
  • რეჯი ჯექსონმა (33) 35 ქულა, 5 მოხსნა, 13 ასისტი და 2 ჩაჭრა დააგროვა.

ასე რომ, ასაკი არაფერ შუაშია, უფრო, საჩემპიონო მენტალობისა და ბალანსის ამბავია.

ფილადელფია vs ლეიკერსი

კარგი ანონსი იყო, მაგრამ ერთი გუნდის დომინაცია ვიხილეთ. ჯოელ ემბიდმა ენტონი დევისსა და მთელ ლეიკერსს გადაუარა. MVP- ზეა საუბარი ბოლოს და ბოლოს. ვის მიაჩნია სამართლიანად, ეგ ცალკე ამბავია.

ჯოელმა დევისი ყველაფერში დაჩაგრა, შეტევაშიც, დაცვაშიც, დინამიკაშიც, სისწრაფეშიც და ძალაშიც. მატჩის მთავარ ჰაილაითად კი მისი დაფარება იქცა.

ტაირის მაქსი კი ფრენას აგრძელებს. ჰარდენის წასვლაზე უკეთესი მისთვის არაფერი ყოფილა. ახლა მაქსი გაცილებით ხშირად არის ბურთით და პროგრესიც სახეზეა.

  • ჯოელმა თამაში სამმაგი დუბლით დაასრულა – 31 წუთში 30 ქულა, 11 მოხსნა, 11 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი, თან რა ბლოკი! FG – 9/15. 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
  • ტაირის მაქსიმ 36 წუთში 31 ქულა, 3 მოხსნა, 8 ასისტი და 1 ჩაჭრა მიითვალა. 12-დან 5 სამქულიანი ჩააგდო.
  • მიუხედავად მძიმე მატჩისა, ორმაგი დუბლით დახურა შეხვედრა ენტონი დევისმა – 17 ქულა, 11 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი.
  • ლებრონის ანგარიშზე 18 ქულა, 5 ასისტი და 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია.

სიქსერსმა 138:94 მოიგო.

პელიკანსი vs იუტა

პელიკანსმა მოახერხა და დამარცხდა. მომეჩვენა რომ მაინცდამაინც სერიოზულად ვერ მიუდგნენ შეხვედრას. გვაჩვენეს ლამაზი ეპიზოდები, მაგრამ ქილერის ინსტიქტი ამ გუნდს ჯერ კიდევ აკლია.

მატჩის მიწურულს სხვაობა ორი ქულა იყო, შეტევაში პელიკანსი, ბურთით ზაიონ უილიამსონი, შების ფართან და მგონია, რომ გაათანაბრებს, მაგრამ ცუდ გადაწუვეტილებას იღებს, ინგრამზე გადაწყვიტა პასი, გადაწყვეტილებასთან ერთად, პასიც ცუდი იყო, ინგრამმა დრო დაკარგა და მისი სროლაც ვერ ჩავარდა.

ასე მორჩა – 112:114.

  • ზაიონის ანგარიშზე 26 ქულა, 4 მოხსნა, 7 ასისტი და 1 ჩაჭრაა.
  • ინგრამის ანგარიშზე 25 ქულა, 4 მოხსნა და 5 ასისტი. არცერთი სამქულიანი არ ჩაუგდია.
  • იუტას მხრიდან კი კლარკსონი გამოირჩა ორმაგი დუბლით – 16 ქულა და 10 ასისტი.

პელიკანსის ბალანსი 9-9 ზეა.

დარჩენილი ორი შეხვედრა ასე დასრულდა:

  • დეტროიტი vs ვაშინგტონი – 107:126
  • ინდიანა vs პორტლენდი – 110:114