სარჩევი
გერმანია U21 vs იტალია U21 - ნახევარფინალის ბოლო საგზური | Setanta Sports

გერმანია U21 vs იტალია U21 – 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბოლო მეოთხედფინალში ევროპული ფეხბურთის კლასიკას ვიხილავთ.

ამ წყვილის გამარჯვებული ნახევარფინალში დანია U21 vs საფრანგეთი U21-ის მოგებულს შეხვდება.

პირველი ნახევარფინალური წყვილი ცნობილია. ფინალის საგზურს ინგლისი და ნიდერლანდები გაითამაშებენ.

მეოთხედფინალში 10 ფეხბურთელით დარჩენილმა ნიდერლანდებმა პორტუგალია დაამარცხა, ხოლო წინა ევროპის ჩემპიონატის ფინალის გამეორებულ წყვილში, ინგლისმა ესპანეთს აჯობა.

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი – პირდაპირი რეპორტაჟი

გერმანია U21 vs იტალია U21 – მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი 23:00 საათიდან დაიწყება. მისი ხილვა setantasports.com-სა და Setanta Sports-ზე შეგეძლებათ.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები JJ25 NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

JJ25 – ერთ თვეს + ერთი თვე.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

ასევე, შეგიძლიათ, პრომოკოდი JJ25 გამოიყენოთ. ეს პრომო განკუთვნილია ერთი თვის შეძენის მსურველებისთვის, რომლებიც მეორე თვის გამოწერას უფასოდ მიიღებენ. შეთავაზება ძალაშია ივნისის ბოლომდე.

გერმანია U21 vs იტალია U21

დუნაისკა სტრედაში მდებარე DAC არენაზე ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალში ერთმანეთს ორი უძლიერესი და ყველაზე ტიტულოვანი ახალგაზრდული გუნდი დაუპირისპირდება – გერმანია და იტალია.

გერმანია ტურნირის ერთადერთი გუნდია, რომელმაც ჯგუფური ეტაპი სრულყოფილად ჩაატარა – ანტონიო დი სალვოს გუნდმა ზედიზედ დაამარცხა სლოვენია (3:0), ჩეხეთი (4:2) და მოქმედი ჩემპიონი ინგლისი (2:1).

გერმანიამ ჯგუფურ ეტაპზე 9 გოლი გაიტანა – ყველაზე მეტი პორტუგალიასთან ერთად. ნიკ ვოლტემადე 4 გოლით ბომბარდირთა ლიდერია და მატჩი პირველ ტურში იშვიათი ჰეთ-ტრიკითაც დაამახსოვრა გულშემატკივარს.

იტალია, რომელიც ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე ხუთგზის გამარჯვებულია და ისტორიაში ყველაზე მეტჯერ, 12-ჯერ უთამაშია მეოთხედფინალში, ჯგუფიდან მეორე ადგილზე გავიდა. აძურინიმ რუმინეთი და მასპინძელი სლოვაკეთი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა (1:0), ხოლო ბოლო ტურში ესპანეთთან ქულები გაიყო (1:1) და მეორე ადგილი დაიკავა.

ურთიერთშეხვედრები

ეს დაპირისპირება მათი ახალგაზრდული ნაკრებების მხოლოდ მესამე ოფიციალური შეხვედრაა. 2017 წელს იტალიამ ფედერიკო ბერნარდესკის გოლით 1:0 იმარჯვა და ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა, ხოლო 2009 წლის ნახევარფინალში ანდრეას ბეკის გოლით გერმანიამ გაიმარჯვა და საბოლოოდ პირველი ტიტულიც მოიპოვა.

ბოლო შეხვედრა 2022 წლის ამხანაგურ მატჩში ანკონაში შედგა, სადაც გერმანიამ 4:2 მოიგო. იმ შეხვედრაში გოლები დენის ჰუსეინბაშიჩმა და კევინ შადემ გაიტანეს, ხოლო იტალია ორჯერ დარჩა კაცნაკლული – ჯორჯო ჩიტადინი და რაულ ბელანოვა გააძევეს.

ფორმა და ისტორია:

  • გერმანია ბოლო ხუთი ტურნირიდან ოთხჯერ მაინც ნახევარფინალში გავიდა და ახლა ისტორიულ მეოთხე ტიტულს უმიზნებს. მათ მეოთხედფინალებში 2 მოგება და 4 მარცხი აქვთ.
  • იტალია ამ ეტაპზე ყველაზე გამოცდილი გუნდია – 12 მეოთხედფინალით. მათ ექვსი მოიგეს და ხუთჯერ დამარცხდნენ. ბოლო ტიტული 2004 წელს მოიპოვეს.

ვის უნდა მიაქციოთ ყურადღება:

  • გერმანია: ნიკ ვოლტემადე (ბომბარდირი), ბრაიან გრუდა („ბრაიტონის“ ახალწვეული), ნიკოლო ტრესოლდი (დაიბადა კალიარიში, მამა – ემანუელე ტრესოლდი, იტალიის ჩემპიონი 1994-ში)
  • იტალია: ვილფრიდ ნიონტო (სადებიუტო გოლი სწორედ გერმანიას გაუტანა ეროვნულში), ნიკოლო პისილი (U19 ვარსკვლავი), დიეგო კოპოლა (ახალი წევრი „ბრაიტონში“)

რა დევს სასწორზე

ამ მატჩის გამარჯვებული ნახევარფინალში 25 ივნისს კოშიცეში დანია – საფრანგეთი წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაპირისპირება ელოდება გულშემატკივარს – დიდი ისტორიის მქონე გუნდების ჯახი, სადაც ხარისხი, ემოცია და ფინალზე ოცნებაც ერთ მატჩში გაერთიანდება.