საჩვენებელი ტურნირი დირაიაში

ვარსკვლავები დირაიაში

8-10 დეკემბერს, საუდის არაბეთის ქალაქი დირაია ამხანაგურ ტურნირს უმასპინძლებს.

Diriyah Tennis Cup-ზე სამი დღის განმავლობაში ჩოგბურთის ვარსკვლავები მოიყრიან თავს. მათ შორის იქნება ტოპ 10-ის ხუთი წევრი: სტეფანოს ციციპასი, დანილ მედვედევი, ანდრეი რუბლიოვი, ტეილორ ფრიცი, ჰუბერტ ჰურკაჩი.

ასევე, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კორტს უბრუნდება ალექსანდრ ზვერევი. ვიხილავთ მძიმე ტრავმიდან დაბრუნებულ დომინიკ ტიმსა და სტენ ვავრინკასაც.

შვიდთვიანი უქმობის შემდეგ გერმანელი კორტზე გამოსვლას მოუთმენლად ელის:

„ამ ტურნირზე უამრავი ვარსკვლავით გარშემორტყმული ვიქნები. დიდი ხანია, რაც ეს მაკლია. ვფიქრობ მაღალი დონის ტურნირი უნდა გამოვიდეს. უმრავლესობა აქტიურ ფორმაშია. მათ ცოტა ხნის წინ დევისის თასზე, ან შემაჯამებელზე მიიღეს მონაწილეობა“.

ალექსანდრ ზვერევი.

დირაიას თასი განსხვავებული ფორმატით ტარდება: პირველ რაუნდში, სეტების ნაცვლად, იქნება მატჩ-ტაიბრეიკი. ის 10 ქულამდე გათამაშდება.

მეორე რაუნდიდან კი, შეხვედრები ჩვეულებრივი, კლასიკური სისტემით გაგრძელდება. მხოლოდ ერთი ცვლილებით: მესამე სეტის საჭიროების შემთხვევაში, მთლიანი სეტის ნაცვლად, აქაც 10-ქულიანი ტაიბრეიკი გათამაშდება.

პირველ დღეს დამარცხებული მოთამაშეები ასპარეზობას მეორე დღეს, 9 დეკემბერს, წყვილთა თანრიგში გააგრძელებენ.

იმავე დღეს შედგება ერთეულების ნახევარფინალებიც. შაბათს კი ტურნირი ფინალური მატჩებით დაგვირგვინდება.

ამ ტურნირზე ჩოგბურთელებს საშუალება ეძლევათ არ დაკარგონ სათამაშო ფორმა და მოემზადონ ახალი სეზონისთვის. აგრეთვე, აქ დიდია ფულადი ინტერესიც.

დირაიას თასზე 3-მილიონიანი საპრიზო ფონდია, საიდანაც ჩემპიონი 1 მილიონ დოლარს, ფინალისტი ნახევარ მილიონს, ნახევარფინალისტი კი 250 ათასს მიიღებს.

დირაიას ამხანაგური ტურნირი მეორედ იმართება. პირველად ის 2019 წელს შედგა,მაშინ ფინალში ერთანეთს დანილ მედვედევი და ფაბიო ფონინი დაუპირისპირდნენ. მედვედევმა იოლი გამარჯვება მოიპოვა.

ავტორის შესახებ

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე