სარჩევი
Djokovic

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობისთვის მზადებას ადელაიდის ტურნირზე იდეალურად იწყებს.

250-ქულიანი გათამაშების ფინალში ნოლემ დაძაბულ 3-საათიან ბრძოლაში 22 წლის ამერიკელს სებასტიან კორდას აჯობა (6-7, 7-6, 6-4).

ჯოკოვიჩი ადელაიდის ჩემპიონია.
ჯოკოვიჩი ადელაიდის ჩემპიონია.

ფინალური მატჩის პირველი სეტი საოცრად დაძაბული გამოდგა. კორდამ ბრეიკი თითქოს იდეალურ მომენტში შეასრულა და სამმაგი სეტპოინტიც მოიპოვა, თუმცა ნოვაკმა სეტის ტაიბრეიკზე გადაყვანა შეძლო. მჭიდრო მე-13 გეიმი ანგარიშით 10-8 მაინც ამერიკელს დარჩა და პარტია დაიტოვა.

მეორე სეტში ჩამწოდებლებმა გეიმები ბოლომდე შეინარჩუნეს და კვლავ ტაიბრეიკი გახდა აუცილებელი. იქამდე კორდამ მატჩპოინტიც კი მიიღო, თუმცა სერბმა თავისი სიმტკიცის ჩვეული კლასი გამოავლინა და სეტებს შორის წონასწორობა აღადგინა.

მომქანცველი ბრძოლის მიუხედავად, გადამწყვეტ პარტიაში ჩოგბურთელებს ტემპი არ დაუგდიათ. ინტრიგა ბოლომდე შენარჩუნდა, მაგრამ მაინც – ნოვაკმა მეათე გეიმში შეძლო კორდას გატეხვა და თამაშსაც იქვე დაუსვა წერტილი.

ამით ნოლეს ავსტრალიურ ტურნირებზე მოგებათა სერია 34-მდე გაიზარდა. სერია, რომელიც მან ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ დაიწყო.

ნოვაკ ჯოკოვიჩი კარიერაში 92-ე მოპოვებულ ტიტულს ზეიმობს, რითაც ის რაფა ნადალის შედეგს გაუტოლდა.

Big 3-ის ტიტულების რაოდენობა.
Big 3-ის ტიტულების რაოდენობა.

ფინალის შემდეგ ნოვაკმა 2023 წლის პირველი ტურნირი შეაფასა:

“ამ კვირაში ხუთი ურთულესი შეხვედრის ჩატარება მომიხდა. უკვე მეორე წრეში ჰალისთან ორტაიბრეიკიანი მძიმე ბრძოლა მქონდა.

შემდეგ ვეთამაშე შაპოვალოვს, მედვედევსა და კორდას. კორდას, რომელიც ფანტასტიკურ ფორმაშია და უმაღლესი კლასის ჩოგბურთს აჩვენებს, საოცარი დარტყმები აქვს.

დიდი სლემის წინ ამაზე უკეთესს მომზადებას ვერ გავივლიდი”.

ავსტრალიურ სლემს სერბი ბრწყინვალე განწყობით ხვდება, სადაც ის საიუბილეო მე-10 ჩემპიონობას დაუმიზნებს.

ნოლემ თავისი შთამბეჭდავი ავსტრალიური სერია ორწლიანი პაუზის შემდეგ სწორედ ადელაიდში გააგრძელა: